კინაღან გამომრჩა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, რომ არ გამხსენებოდა, დღეს ეკოფაქტი ათი წლის გახდა. ყოველ ახალი წლის დაწყევისას ვფიქრობ, გავაგრძელო თუ არა, მისი ფუნქციონირება, კიდევ მეყოფა ძალა, რომ ისევ ვაცოცხლო? და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა გავაგრძელო, რადგან მას 2386 მეგომარი ყავს სოციალურ ქსელში და ასი გამომწერი. ე.ი. უნდა იცოცხლოს და ხანდახან, რომ დეპრესიები შემომიტევს, რომ ეკოფაქტს შემოსავალი არ აქვს და არც ჩემი ოცნებები სრულდება ამ საიტთან მიმართებაში, არ მაქვს უფლება, რომ თავი დავანებო… იმიტომ რომ:
- ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია აქ გამოქვეყნებულ მასალებს.
- ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუცია იმედი და არა მხოლოდ იმედი.
- ძალიან ბევრი სტუდენტს უსწავლია ეკოფაქტზე წერა და პროფესიული სტანდარტები
- ძალიან ბევრჯელ პრობლემები წარმოუჩენია და მერე სხვა მედია საშუალებებიც აყოლია და პრობლემები მოგვარებულა
- ძალიან ბევრჯელ ამ გამოქვეყნებულ მასალებს საპრიზო ადგილები მოუპოვებია ჟურნალისტურ კონკურსებში
- და კიდევ ბევრი ძალიან ბევრჯელ..
ხოდა, მინდა მივულოცო ჩემს თავსაც და ეკოფაქტის მკითხველსაც, რომლებიც ათი წლის განმავლობაში იყვნენ ჩვენი მკითხველები.
და ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება, რომელიც ელოდება აქ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, ეკოფაქტიც იარსებებს.
მადლობა თვენ
და ვიღებთ მილოცვებს მე და ეკოფაქტი 🙂