RSS

მიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პანდემიაზე

02 მაისი

ხატია ძნელაძე

ახლა როცა ქვეყანაში პანდემია (Covid19) მძვინვარებს, მსოფლიოში ეპიდემიის ზარმა ჩამოჰკრა, ადამიანები პანიკამ მოიცვა და საზოგადოება თვითიზოლაციაში იმყოფება. ახლა, როცა სრულიად მსოფლიო ებრძვის ამ ყველაფერს რთულია სხვა ქვეყანებში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების ბედი, რომლებიც დარჩნენ საზღვრებს მიღმა და სხვა ქვეყანაში, სხვის სახლებში არიან გამოკეტილნი, საკუთარი ოჯახებისგან შორს. ის ფაქტი, რომ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ემიგრანტთა ბედ-იღბალი სხვის სახელმწიფოზეა მინდონილი და დამოკიდებული ხალხში უამრავ მოსაზრებას და ინტერესს იწვევს. საინტერესოა, ზრუნავს თუ არა სხვა ქვეყნის ხელისუფლება ჩვენს ემიგრანტებზე, არიან თუ არა ისინი დაცულად და გრძნობენ თუ არა თავს კომფორტულად ამ რთულ სიტუაციაში საზღვრებს მიღმა.

ნანა დევიძე, რომელიც 1998 წლიდან ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში ცხოვრობს გვიყვება, რომ: „COVID 19-მა ბევრი იმსხვერპლა მსოფლიოში. აქ, ბევრია დამოკიდებული ადამიანების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს. მაგალითად გვაფრთხილებენ, რომ დავრჩეთ სახლში და ნუ გვაქვს შიში. ხელფასს მაინც აიღებთ, ცოტა ნაკლებს მაგრამ, აუცილებლად აიღებთ. ყველაფერს ვიღონებთ, რომ სამსახურები შეინარჩუნოთ. ასე აიმედებს მოსახლეობას ხელისუფლება და ასეც ხდება. ვინც ამ პერიოდში მუშაობს, მადლიერების ნიშნად წახალისების მიზნით ზედმეტ თანხასაც უხდიან. ალბათ ამიტომაც ხალხი ცდილობს ამდაგვარად დაიცვას მითითებები COVID 19-ის წინაარმდეგ. დარჩი სახლში და გადაარჩინე სხვისი ხიცოცხლე.“

45 წლის მანუჩარ ჭანკვეტაძე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იმყოფება, გვიყვება, რომ „მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო პენსიონერებს დამატებით 4000₽ უხდის მთავრობა. მუშაობს ზოგიერთი საწარმო, უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში მუშაობაზეა გადასული. როგორც ყველგან თვითიზოლაციაა. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ახლომდებარე მაღაზიებში. თუ აუცილებელია სამსახურში სიარული საშვია საჭირო. რაც შეეხება დახმარებას მოქალაქეებს ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ ბავშვზე 5000₽ აძლევენ. ემიგრანტების დახმარებაზე არაფერი მსმენია.” 45 წლის ია ჭანკვეტაძე, რომელიც 15 წელია ემიგრაციაში იმყოფება, კერძდ, კი ესპანეთში, ამბობს, რომ „კორონა ვირუსის დროს როგორც ყველა, ჩვენც სახლში ვიმყოფებით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში თუ გვიწევს სახლიდან გასვლა. მთავრობას რაც შეეხება, ეხმარება მოსახლეობას ვინც ოფიციალური სამუშაო კონტრაქტით მუშაობდა, რომლებსაც ხელფასის 70% უხდიან. ამას აქ „პაროს“ ეძახიან, უმუშევრობის დროს დახმარებას. ხალხი მთავრობას ეხმარება და ასრულებენ მოცემულ მოთხოვნებს „დარჩი სახლში.“ დარღვევები აქაც არსებობს, მაგრამ ძირითადად ასრულებენ მოთხოვნებს.”

იტალია ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა ვირუსული შემოტევისგან.

„იტალია, პანდემიის დროს, ერთ-ერთი ცხელი წერტილი აღმოჩნდა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. საზოგადოება იზოლაციაში იმყოფება, როგორც ყველგან არ შეიძლება გარეთ გასვლა. თუ გარეთ გახვალ დაწესებულია ჯარიმა, თუ მაინცდამაინც გასასვლელი ხარ, უნდა წარადგინო სახლიდან გასვლის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთი. სხვა შემთხვევაში, აკრძალულია მოძრაობა და გადაადგილება”, – გვიყვება 43 წლის ნინო ანანიძე, რომელიც უკვე მეხუთე წელია იტალიაში ცხოვრობს.

47 წლის როინ სომხიშვილი, რომელსაც სპორტული წარსული აქვს, რუსეთისა და ამერიკის ცირკში მუშაობდა. ქართველი მიგრანტი ამერიკიდან გვიყვება: „იზოლაცია ყველასთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ერთჯერადი დახმარება ხელისფულებისგან თითქმის ყველამ მიიღო. 20 შტატი ნელ-ნელა კარანტინს ამსუბუქებს, გადაადგილების შეზღუდვის უფლებას ვერ შეწყვეტენ დემოკრატიული ქვეყანაა. საჭმლის დეფიციტი არ არის, მარტო ანტიბაქტერიალური ხსნარები არ იშოვება. ემიგრანტებს როგორ და რანაირად ეხმარებიან ეგ არ ვიცი, მაგრამ ქვეყანაში ყველას და ყველაფერს ეხება დახმარება და ადამიანებისკენ დასახმარებლად გაწვდენილი ხელი ყველასკენ არის მიმართული”, – ამბობს როინი, რომელიც 1995 წელს საქართველოდან წასვლა მოსკოვში წავიდა და ახლა კი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს.

საბერძნეთში მყოფი 50 არმაზ ანთაძე, რომელიც წლებია რაც საკუთარი ქვეყნისგან შორს იმყოფება, ამბობს, რომ: „ყოველი ადამიანის ჯანმრთელობა თუ გადარჩენა ამ სიტუაციისგან არის ყველა ჩვენგანზე დამოკიდებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ დროს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სახლში დარჩენა. ეს სახელმწიფომაც რომ არ აღნიშნოს და აკრძალოს, საჭიროა ამის გაცნობიერება და არამარტო საკუთარი, არამედ სხვისი სიცოცხლის უზრუნველყოფა და გაფრთხილება. ის, რომ საგანგებო მდგომარეობაა ყველგან ამას მედიისგანაც ვიგებთ. ტელევიზორის ჩართვისთანავე ეკრანზე ამ თემაზეა საუბარი, რაც ცოტა არ იყოს დამთრგუნველია უკვე. აქაც, როგორც ყველგან სახელმწიფო ზრუნავს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სწავლის პროცესი თუ მუშაობა ონლაინ ხორციელდება. ემიგრანტები იქნებიან ესენი თუ არაემიგრანტები, მთავრობა დიდწილად ყველას გვეხმარება და ცდილობს სახლში დარჩენის პროცესი გაგვიუმჯობესოს წახალისებით, ხელფასის რაღაც ნაწილის ჩარიცხვითა თუ სხვადასხვა დახმარებით.”

სიტუაცია ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ერთნაირია, საჭირო აუცილებლობით და სიტყვებით: „დარჩით სახლში.“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვეყანაში თუ ქალაქში გამოცხადებულ კარანტინს ამ ეტაპზე ყველგან მკაცრად იცავენ. საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. სხვა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომაც: – დარჩით სახლში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით უკვე დაინფიცირებულია 3,432,366 ადამიანი და 240,988 ფატალურად დასრულდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი, კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება – 66,259. დაინფიცირებულთა რიცხვი კი კარგა ხანია 1 100 000 გადასცა. საქართველოში, კი დღეის მონაცემებით, 582 ინფიცირებულია და 8 გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულ ადამიანების რიცხვი კი 207 ადამიანს შეადგენს.

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 02/05/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s