დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელმაც წელს წუთშესვენება აიღო და კოვიდინფექციის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა აქტიური ცხოვრება. დღეს, ეს დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში… აღარ დაირგვება ხეები, აღარ დასუფთავდება ტყები და მდინარეები, აღარ გაიწმინდება დანაგვიანებული ხევები და რეკრიაციული ზონები… იმიტომ, რომ დედამიწაზე ადამიანებს გარეთ გამოსვლაც კი არ შეუძლიათ მასობრივი აკრძალვებისა და კარანტინების გამო… დღეს, ცოტა თუ გავა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ… მაგრამ, მაინც, დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელსაც ადრე არ ვუფრთხილდებოდით და სწორედ პანდემიის დროს მივხვდით, რამდენად ღირებულია კაცობრიობისთვის მისი მოვლა და მოფრთხილება.
დედამიწის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად 2010 წლიდან აღინიშნება. 2017 წელს ღონისძიების თემა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა იყო. დედამიწის დღეს, საქართველო, რამდენიმე წლის წინ შეურთდა, 1990 წლიდან მასობრივად აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი „დედამიწის დღედ“ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა. შემთხვევამ ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. სენატორ გეილორდ ნელსონის მოწოდებით დედამიწის დასაცავად 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა. მას შემდეგ ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებაში 195-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
ხოდა, ნუ დავაბინძურებთ გარემოს და დაიბანეთ ხელები… მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და დედამიწას… დარჩით სახლში, რომ გადავრჩეთ დედამიწაზე…