RSS

მწვანე ალტერნატივა და საია ნამახვანის ჰესების პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

06 აპრილი

2020 წლის 6 აპრილს „მწვანე ალტერნატივა“ და საია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე დაგეგმილი  ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის  შესახებ.

საია და “მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში დაიცავენ პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრები  ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს  და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც პროექტის ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ – შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად  მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.

ამასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის  წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 06/04/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s