დედამიწის საათი (World Earth Hour) – პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო უერთდება .
ღონისძიება, სახელად დედამიწის საათი, მსოფლიოში ყოველწლიურად მარტის თვეში ტარდება. მისი ორგანიზატორია WWF (World Wildlife Fund) – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი. WWF – World Wildlife Fund ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ლოგოზე დათვი პანდაა გამოსახული. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის გავლენის შემცირება ჩვენს გარემოზე.
ჩვეულებრივი მოქალაქეები, საზოგადოებები თუ ბიზნეს-დაწესებულებები სურვილისამებრ ერთვებიან ამ ღონისძიებაში, რაც ერთი საათის განმავლობაში სინათლის გათიშვას ითვალისწინებს. ეს ქმედება სიმბოლურად ასახავს მათ ერთგულებას დედამიწისადმი.
“დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა. მოგვიანებით, მასში მსოფლიოს 7 000 ქალაქი ჩაერთო.
დღეს, 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეთოთხმეტედ, საქართველო მეთორმეტედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს.
წელს, კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების და მსოფლიოში შექმნილი კრიზისის ფონზე, ბევრი ორანიზაცია დედამიწის საათისადმი მიძღვნილ კამპანიას ონლაინ სივრცეში შეუერთდა.
უნდ აგვახსოვდეს, რომ პატარა აქტივობების განხორციელებით შეგვიძლია დიდი გავლენის მოხდენა ბუნების სასარგებლოდ.
იმოქმედე ახლა! ჩააქრე!- #დედამიწისგულისთვის
“სტაბილური კლიმატი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავერთიანდეთ ბუნების დაკარგვის პროცესის შესაჩერებლად. დავიცვათ ბუნება, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ჩვენი უდიდესი მოკავშირეა და მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და კეთილდღეობისათვის,” – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლები.