წიგნი, რომელიც სათაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტი, მსოფლიო ველომოგზაურის ჯუმბერ ლეჯავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თსუ-ს ასისტენტ პროფესორის, გეოგრაფის გიორგი დვალაშვილისა და მაგისტრანტ მედეა გოგიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი სამტრედიის მუნიციპალიტეტი (ბუნება, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები).
წიგნში, რომელიც დაიბეჭდა ბიზნესმენ გიორგი დალალიშვილის ფინანსური მხარდაჭერით. განხილულია სამტედიის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია 1 ქალაქი, 1 დაბა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებულ ტერიტორიულ მართვის ორგანოში გაერთიანებული საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 48 სოფელი, ყველა ამ დასახლებულ პუნქტში საინტერესო და მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მდებარეობს.
წიგნი ილუსტრირებულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის შესაბამისი ფოტოსურათებით. განხილულია – სოფლების სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, ტრადიცია, თქმულება, ლეგენდა, სოფელში გავრცელებული გვარები, გეოგრაფიული ადგილების (მდინარეები, ტბები, მინდვრები, მთები, ხეობები, მღვიმეები) დახასიათება, ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეებისა და სახლ-მუზეუმების როგორც ისტორიული წარსული, აგრეთვე თანამედროვე მდგომარეობა. წიგნში განხილულია დასახლებული პუნქტების გამოჩენილი ადამიანები, რომლებმაც, თავიანთი მოღვაწეობით სახელი გაუთქვეს როგორც ქალაქს, სოფელს, სამტრედიის მუნიციპალიტეტს, აგრეთვე, დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ასეული გამოჩენილი პროვნება იქნა შერჩეული, ნაშრომში რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვერ მოხვდა, წიგნის თემის სპეციფიკის გამო. მკითხველის მიერ გამოთქმული შენიშვნები და სურვილები, ამ მიმართულებით, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შემდგომ კვლევებში.
დასახლებულ პუნქტებში შესაძლებელია რამდენიმე ტურისტული მარშრუტების მოწყობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიულ-არქტიტექტურული ძეგლების გეოგრაფიული შეფასების საფუძველზე. სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები კარგ პირობას ქმნის ამ რეგიონში ტურიზმის მოყვარულთათვის. წიგნი დააინტერესებს, როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, აგრეთვე საჯარო სკოლის მოსწალეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოგზაურებს.
“წიგნი ეძღვნება მსოფლიო ველომოგზაურის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელის, გინესის 12 რეკორდსმენის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ბუნების დაცვის ელჩის, ქართული სპორტის რაინდის ჯუმბერ ლეჟავას 80 წლის იუბილეს,” – ამბობს წიგნის ავტორი გიორგი დვალაშვილი.