RSS

ხაიშში სასმელი წყლის პრობლემები კვლავ მოსაგვარებელია

13 დეკ

კესო ხვიბლიანი

აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, სვანეთის ხაიშიდან ჩამოსახლებული, სტიქიით დაზარალებული ადამიანები. სოფელში 2014 წლის აღწერით 491 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში მოსაგვარებელია: გზები, ელექტროენერგია (დაბალი ძაბვაა) და ყველაზე მთავარი სასმელი წყლის პრობლემა.

ქალაქ მარნეულში, რომელიც სოფელ ხაიშიდან, დაახლოებით რვა კილომეტრშია, იმ ადგილას, სადაც სასმელი წყალი მოდის, ყოველ დღე ხალხმრავლობაა, რადგან სოფელში მუდმივად სასმელი წყლის პრობლემაა. მოსახლეობას უწევს ჭურჭლით სახლამდე წყლის ზიდვა.

„ამ სახით წყლის მარაგის შევსება და რამოდენიმე დღის განმავლობაში ამ წყლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. ვინაიდან ელემენტარული ჰიგიენაც კი არ არის დაცული,“ – ამბობენ ადგილობრივები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ზოგადად წყალმწირია. შესაბამისად, ყველა სოფელს აქვს სასმელი წყლის პრობლემა. წინწყაროს, ხაიშს, მანგლისს, ჯორჯიაშვილსა და გოლთეთს მოსახლეობას მით უფრო თვეობით არა აქვთ სასმელი წყალი.

„არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა თითოეულ მათგანს სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი, რაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. იმისთვის, რომ გარკვეული თანხების გამოყოფა მოითხოვოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მუნიციპალიტეტმა, უნდა წარადგინოს პროექტი, სადაც მითითებული იქნება რა თანხას ითხოვს და რისთვის? შესაბამისად, ცალკე გაერთიანებულ იწყალმომარაგების კომპანია ოპერირებს, რომელიც ასევე მილიონებს ხარჯავს, მაგრამ შედეგი არ არის…“ – ამბობს მარიკო წიქორიძე,  CENN-ის პროექტების კოორდინატორი შიდა და ქვემო ქართლში.

თითოეული ადამიანისათვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რათა დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, არსებითი და ძირითადი საჭიროებებისათვის, განსაზღვრა წყლის საშუალო რაოდენობა, თითოეულ ადამიანზე დღე-ღამეში 50-დან 100 ლიტრამდე წყალი. 20-დან 25 ლიტრამდე წყალი კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად. სოფელში, დღის განმავლობაში, სასმელი წყლის მარაგი 20 ლიტრამდეც ვერ აღწევს და შეუძლებელია არსებითი ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი.

წყალი უნდა იყოს დაცული მიკრობების, პარაზიტების, ქიმიური და რადიოლოგიური ნივთიერებებისგან. წყალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფერი, სუნი და გემო. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე თუ რამდენად უსაფრთხო წყალს მოიხმარენ და საერთოდ, ყოველდღიურად იფილტრება თუ არა სამსელად ვარგისი წყალი.

„არაერთხელ მივმართეთ სოფლის გამგებელს თხოვნით, რომ როგორმე მოეგვარებინა სასმელი წყლის პრობლემა, თუმცა უშედეგოდ. ისიც კი არ ვიცით, იფილტრება თუ არა საერთოდ წყალი. ძალიან ხშირად წყალს ცუდი გემო აქვს და შეუძლებელია მისი დალევა,“ – გვეუბნება სოფელ ხაიშში მცხოვრები, 48 წლის ლალი ხერგიანი.

„სოფლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გადაჰყავთ დიდი რაოდენობით საქონლის ჯოგი და ცხვრის ფარა. ეს გრძელდება სულ მცირე  სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ძალიან ხშირად ისინი იყენებენ  სოფლისთვის განკუთვნილ წყალს და შესაბამისად ძალიან აბინძურებენ მილებს, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი. რაიონის გამგებელს მივმართეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მან ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა…“- აცხადებს სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი, 45 წლის იამზე გიგლემიანი.

WASH-ის საინფორმაციო ბროშურაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, ვკითხულობთ, რომ მდგრადობა არის წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს თითოეული ადამიანის უფლების საუკეთესოდ გარანტირებისათვის: როდესაც სერვისი და/ან აღჭურვილობა მიწოდებულია და გამართულად ფუნქციონირებს, საფუძველშივე უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი გათვლა, რომ დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს. სოფლის მაგალითზე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ყველა უფლება ირღვევა, ისინი არ არიან ინფორმირებულები სანიტარიასა და ჰიგიენაზე სასმელ წყალთან დაკავშირებით და მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით – უარესდება.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები, მათ შორის საერთაშორისო, მაგალითად ისეთი როგორიცაა ასოცირება და ამ ხელშეკრულებაზე ჩვენს ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი და ის ავალდებულებს, რომ 2022 წლისთვის სრულიად საქართველოში, ყველა სოფელი და ქალაქი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სუფთა წყლით და სანიტარიით, ანუ საკანალიზაციო სისტემით. შესაბამისად, სახელმწიფომ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პრიორიტეტების დალაგება იმით, რომ მაგალითად განათლების სამინისტრომ წელს თვითმმართველობებზე გადაიტანა სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პირველ რიგში, რეკომენდაცია გასცა, რომ სველი წერტილების პრობლემა უნდა მოწესრიგდეს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არასაკმარისი. სასურველია, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა 2020-ის ბიუჯეტშიც განისაზღვროს, ყველა რეგიონში ინდივიდუალურად.

ადგილობრივი მოსახლეობა იმედს არ კარგავს, რომ მომავალი წლიდან, სოფელში, სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.

 

 

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 13/12/2019 in კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s