RSS

დარიალის ხეობა ცოტა ხანში ნაგავსაყრელად იქცევა

16 ოქტ

ავტორები: მაგდა ბლუაშვილი, ია კვარაცხელია

„რაც გერგეთზე ასასვლელი გზა დააგეს, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. დიდი ავტობუსები რომლებიც, ტურისტებზე მუშაობენ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თუმცა პატარა ტაქსებს კი ნამდვილად შეექმნათ პრობლემები და მუშაობაც შეუმცირდათ. პირადად მე, შეიძლება კვირა გავიდეს ისე, რომ ერთი მგზავრიც ვერ ავიყვანო, თუმცა ძირითად შემთხვევებში დღეში ორ რეისს ვაკეთებ,“ – გვიყვება ყაზბეგში მცხოვრები მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მისი თქმით, თბილისიდან ყაზბეგში ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავთ ჩვეულებრივად შეუძლიათ გერგეთზე ასვლა. თუმცა განსხვავებულს ამტკიცებს ადგილობრივი მოსახლე 20 წლის თ.ს, რომელიც ამბობს, რომ მძღოლები რომლებსაც ხალხი გერგეთის ტაძრამდე აჰყავთ შეთანხმებულები არიან და ტურისტებს ატყუებენ, რომ იქ მანქანის შეშვება აკრძალულია და თავისი მანქანით ვერ ავლენ.
„რადგან ტურისტებისთვის მთავარ კულტურულ ძეგლებამდე მიღწევის პრობლემა აღარაა, ადგილობრივ მოსახლეობას მთავარი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, რაც ხშირად იწვევს უთანხმოებას და გაუგებრობას, ვინაიდან ადგილობრივები ცდილობენ სხვადასხვა გზით შეინარჩუნონ მგზავრები,“ – ამბობს 20 წლის ადგილობრივი.
ყაზბეგში ბევრ სხვადასხვა პრობლემას წააწყდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ „დარიალი ჰესია“. დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებდა მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას, მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე დარჩა. ეს ჰესი 2017 წლის 8 აპრილს გაიხსნა. მისი სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. „დარიალ ჰესის“ მშენებლობის შესახებ ხალხის აზრი ორად გაიყო. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 123 მილიონი დაიხარჯა და რომ ეს ჰესი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თუმცა რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში გარემოს დამცველი დავით ჭიპაშვილი ამბობს: „ „დარიალი ჰესიც“ ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი პრობლემა გარემოს დაბინძურება გახლავთ. დარიალის საზღვართან მისულებს, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ დანაგვიანებული გარემო. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ, როდესაც შეგროვებული ნაგავი, უბრალოდ უკონტროლოდ იყრება მიწაზე, შეიძლება საკმაოდ დიდი რისკი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.
ამ ტერიტორიაზე ძირითადად ტურისტები გადაადგილდებიან და საზღვრამდე უშველებელი ავტომობილების რიგი ზოგჯერ დღეების განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირაც კი დგას და ელოდება თავის რიგს რომ საზღვარი გადაკვეთოს. ადამიანები იძულებულნი ხდებიან ხეობა დააბინძურონ, ხეობაში ყრია საკვების ნარჩენები, პლასმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ხეობა ერთ დიდი ნაგავსაყრელს დაემსგავსება ცოტა ხანში თუ შესაბამისი ყურადღება არ მიექცევა.
„ადრე ხომ ჰესების მშენებლობის გამო იყო ხეობაში პრობლემა, ეხლა ამ უთავბოლო რიგების გამო წარმოქმნილმა ნაგავმა უნდა შექმნას გლობალური პრობლემები,“ – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ხშირად სტუმრობს ყაზბეგსა და დარიალის ხეობას.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ტურისტული თვალსაზრისით ყაზბეგი წინა წლებთან შედარებით აშკარად განვითარებულია. აშენდა ბევრი სასტუმრო. ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა პარაპლანით გადაუფრინონ ყაზბეგს და ზემოდან გადმოხედონ ყაზბეგის ულამაზესს ბუნებას.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s