RSS

სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად

13 ოქტ

სალომე გიორგაძე

„პირველად, 16 წლის ვიყავი, როცა ნარკოტიკთან მქონდა შეხება. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არაინფომირებულობის გამო მოხდა, მე არ ვიცოდი რა იყო, რას ვსინჯავდი. მხოლოდ ის ცრუ ინფორმაცია მქონდა გაგებული ნარკოტიკზე, რომ მისი მოხმარება  C ჰეპატიტს იწვევდა.  ახლა 39 წლის ვარ და ჯერ კიდევ,  წამალდამოკიდებული ვარ, ამის გამო ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი. თუმცა ციხეში ყოფნა არანაირ დადებით შედეგს არ გაძლევს, პირიქით. იქიდან გამოსულს ორმაგად გინდა ნარკოტიკის მოხმარება. სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად. მუდმივად დისკრიმინაციას განვიცდით და ეს ძალიან ცუდია. დღემდე არის ის სტერეოტიპი, რომ ნარკომანია დანაშაულია, თუმცა ეს ასე არ არის.

ნარკომანია დაავადებაა, რომლისგან განკურნებაც შესაძლებელია საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგად,“ – ამბობს 39 წლის ნარკოდამოკიდებული, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომაში“ თერაპიას გადის და რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, – „მინდა ყველა ახალგაზრდას ვურჩიო, რომ არასოდეს არ გასინჯონ არანაირი ნარკოტიკი. იქნება ეს მსუბუქი ნარკოტიკი, კლუბური თუ მძიმე ნარკოტიკი. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერები ხართ რომ შეგიძლიად ფხიზელი თვალით უყუროთ ცხოვრებას,“ – ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც იმედი აქვს, რომ თავის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და ამაში „თანადგომის“ თანამშრომლებიც ეხმარებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, და ნარკოდამოკიდებულებს ეხმარება არც თერაპიით. ამასთან მათთან კონსულტირებას აკეთებენ ფსიქოლოგებიც. „თანადგომაში“ ბენეფიციარები ხალისით მუშაობენ. მათ ხელფასიც ეძლევათ და ზოგჯერ, სხვადასხვა საქველმოქმედო გამოფენების დროს, საკუთარი ნამუშევრებიც ეყიდებათ. ახალი პრაქტიკული უნარების დახვეწის მერე სპეციალურ სერტიფიკატებს იღებენ, რაც, შესაძლოა, შემდგომ პროფესიულ წინსვლაში გამოადგეთ. პროექტის 2017 წლიდან დაიწყო და იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა ჰქონდა, სოციალური საწარმო და „თანადგომის“ კეთილგანწყობილი გარემო ოჯახისკენ, მეგობრებისკენ, ახლობლებისკენ, მშვიდი ცხოვრებისკენ აბრუნებს. საწამოში ბენეფიციარები კომპიუტერთან და პრინტერებთან მუშაობასაც სწავლობენ. ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში კი მათ კვირაში რამდენჯერმე ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა  რიცხვი 200 000-ს აღწევს (იგულისხმებამხოლოდ  ნარკოტიკის რეგულარულური მომხმარებელი). შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტთა თქმით, შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების (ბიო, მარიხუანა და სხვა)  მომხმარებელთა რაოდენობა ზემოთ მოყვანილ ციფრებს რამდენჯერმე აღემატება.

ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს, რომ ადამიანი კარგავს არჩევანის უნარს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ მოხმარების თაობაზე, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ჩათრევას დაავადებაში, რაც ვლინდება ე.წ. „ლომკის“ სახით. 2003 წლიდან მოქმედებს კანონი, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების,ნარკოლგიური დახმარების შესახებ“ და ნარკომანიით დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების გაწევას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებულ პირთა ანონიმურობის დაცვა, და ეს კანონმდებლობითაცაა გათვალისწინებული. როგორც ნარკოლოგიურ ცენტრებში ამბობენ მათ არა აქვთ უფლება გაამხილონ პაციენტის ვინაობა. კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს რომ: „სახელმწიფომ საკუთარ ხარჯზე უნდა აწარმოოს ნარკომანიით დაავადებულთა გამოკვლევა, ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია,“ – გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთ-ერთი პროექტის მენეჯერი ირმა კახურაშვილი, – „თუმცა სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს და ნარკომომხმარებლებს აღიქვამს როგორც დამნაშავეებს და არა როგორც დაავადებულ პირებს, რასაც ასევე გვიდასტურებენ,  როგორც წამალდამოკიდებული ადამიანი ისე მათ დახმარებაში ჩართული პირები. ჩვენს ორგანიზაციაში სამედიცინო სერვისებზე ნაკლები აქცენტი მოდის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არასამთავრებო ორგზანიზაცია ვართ და ძალიან პატარ-პატარა პროექტები ხორციელდება და ფინანსურად რთულია სამედიცინო პრობლემების მოგვარება. თუმცა რაღაც სპეციფიკური სერვისები მაინც არსებობს -მაგალითად, ქალებისთვიას ამავე პროექტის ფარგლებში მათ შუძლიათ ისარგებლონ სერვისით – გინეკოლოგის და მამოლოგის უფასო კონსულტაციით. ამ პროექტის ძირითადი მიმართულება არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ანუ ეს არ არის სამედიცინო დახმარება. ეს არის სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ფსიქოლოგიური გამყარება. იქიდან გამომდინარე, რომ ბენეფიციარის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, მას ფიზიკური ცუდად ყოფნა ეხსნება, თუმცა შემდეგ ეწყება ფსიქოლოგიური ტრამვები’’.

კიდევ ერთი ყოფილი ნარკომომხმარებელი გვიყვება – “პირველად, 25 წლის ვიყავი როდესაც ნარკოტიკთან შეხება მქონდა.  ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მასზე დამოკიდებული გავხდებოდი.  თანდათან როგორც მიღების დოზა ასევე მიღების  ინტენსივობაც იზრდებოდა. ამ ორი ფაქტორის ზრდამ, გაზარდა პრობლემები, როგორც მატერიალურ, ასევე პირად საკითხებშიც.  საბოლოო ჯამში, ამ  პრობლემებმა ოჯახის გარეშე დამტოვა. ამან სერიოზული დარტყმა მომაყენა და გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავზე მემუშავა და ამ დაავადეაზე გამემარჯვა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა და საკმაოდ დიდი დროც დასჭირდა. ძალიან ბევრჯერ მომიწია სამედიცინო დახმარების გაწევა, ე.წ. „დეტოქსი“ მაქსიმალური პაუზა 3 თვე იყო. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწვიტე, რომ საბოლოო გამოსავლი მონასტერი უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე 2 წლიანი მონასტრული ცხოვრების და ბერად აღკვეცის შემდეგ, შემიძლია თავდაჯერებულად ვთქვა, რომ ყველაზე ცუდი დაავადება, ნარკომანია დავამარცხე!“ – ამბობს 49 წლის პროფესიით მათემატიკოსი და ფსიქოლოგი, რომელიც ახლა ბერად არის აღკვეცილი. მან ნარკოდამოკიდებულების გამო, ცოლი და პატარა გოგონა დაკარგა. მისი ახლობლების თქმით, რომ არა ნარკოდამოკიდებულება ის თავისი საქმის ძალიან კარგი პროფესიონალი იქნებოდა. ის ფიქრობს, რომ ქვეყანამ საკმაოდ კარგი სპეციალისტი დაკარგა.  სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სრულიად განკურნებას, ვინაიდან უმოქმედობით, შეიძლება ძალიან ბევრი პროფესიონალი, განათლებული და ჭკვიანი ადამიანი  დავკარგოთ. ბევრიც კი პენიტენციალურ დაწესებულებებში ხვდება და იქიდან გამოსულები კი საზოგადოების სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან.

ამჟამად, ბევრი ნარკომომხმარებელი იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. რა ელის ახლა პატიმრობიდან გათავისუფლებულ ადამიანს? უნდა ჰქონდეს თუ არა საკუთარი თავის და ოჯახის შენახვის შესაძლებლობა? როგორ უნდა მოეხმაროს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, რომ სოციუმში დაბრუნდეს? ამ ყველაფერში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი.

თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, თვალსაჩინო გახადა კვლევამ, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, „თანადგომასთან“ ერთად, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და ჰოლანდიური ორგანიზაცია „მეინლაინ ფაუნდეიშენის“ ძალისხმევით ჩატარდა. კვლევა მრავალმხრივია, თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი იუსტიციის სამინისტრომ თავის სამოქმედო გეგმაში უკვე გაიზარა.  ექსპერტთა განცხადებით, დაწყებული რეფორმის ფარგლებში სასაიკეთოცვლილებებიც განახორციელდ, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა. კვლევაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების შეხსენებას და სარებილიტაციო პროცესის ისე რეორგანიზებას, რომ სასჯელის მოხდა აგებული იყოს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე. ასეთი სახის გეგმები უნდა მოიცავდეს მსჯავრდებულთა დასაქმებას, განთლებას და გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესს.

„საზოგადოების პასუხისმგებლობა არ მთავრდება პატიმრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. არანაკლებ მნიშვნელვანი პროცესი, სწორედ გათავისუფლების მიერ იწყება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადება. მსჯავრდებულებას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის პროგრამებში, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში ინტერგრაციის პროცესი გაიარონ უმტკივნეულოდ. ამ მიზნით უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა – რელიგია, ტრენინგი, სოციალური დაცვა, დასაქმება, ფიზიკური განვითარება,“ – წერია კვლევის რეკომენდაციებში.

ფოტოების ავტორი: სალომე გიორგაძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s