RSS

მარტვილი-ოკაცე-კინჩხა – დაგეგმილი მოგზაურობა, რომელიც ვერ შედგა

06 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა კი დამიგვიანდა ამ ამბის მოყოლა, მაგრამ მისი არ თქმა არ შეიძლებოდა. ჩემი ამ ზაფხულის ოთდღიანი “დასვენების” ამბები მინდა მოგიყვეთ. გადავწვიტე ჯერ მარტვილს ვწვეოდი, სადაც ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა გვანცა გახოკიძემ დამპატიჟა (მადლობა მას და მის ბებიას, ნანულის), და სადაც ჩემი შვილიც მელოდებოდა მეგობრებთან ერთად. საიდანაც მეგობრებთან ერთად უნდა დამელაშქრა ტობავარჩხილო, თუმცა ტობაზე ვერ შევძელით წასვლა. მარტვილში ვიფიქრე მომევლო ის ადგილები და ჩამეწერა ისტორიები, რომელსაც მომავალი წიგნისთვის გამოვიყენებდი. (ზოგადადა, ასე ვმუშაობ, რამდენიმე ხნის, ზოგჯერ წლის განმავლობაში, პარალალურად ვმუშაობ რამდენიმე თემაზე) ამ შემთხვევაში ლეგენდებსა და მითებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, თუმცა ეკოფაქტის მკითხველმა იცის, რომ უკვე წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარებაზეც ვაკეთებ მასალებს.

ამიტომ პირველ რიგში, მივაკითხეთ მარტვილის მონასტერს, ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მარტვილს ეს სახელი ერთი უცნაური ისტორიის წყალობით დაერქვა, – მარტვილი – ანუ მა რვილი, მე მოგკალის ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, დედები პირველ შვილებს სწირავდნენ  და ჭაში აგდებდნენ. ზოგი წყაროს თანახმად, უზარმაზარი მუხის ქვეშ სწირავდბენ მსხვერპლად. სწორედ, ამ ლეგენდის ჩაწერა მინდოდა და თან, მარტვილის დაარსების ისტორიის მოსმენაც მსურდა, სამწუხაროდ, იქ მყოფმა სასულიერო პირმა საკმაოდ უხეშად მომიშორა თავიდან და არც ის მითხრა, ვის შეიძებოდა სცოდნოდა ამ ტაძრის ისტორია, ლეგენდას რომ თავი დავანებოთ. (ცოტა უცნაურია, როცა იქ მოღვაწე სასულიერო პირმა როცა ტაძრის დაარსების თარიღიც კი არ იცის, მიახლოებით მაინც.) მისი პასუხი ეს იყო: აქ სალოცავად დადიან ქალბატონო და არა კითხვების დასასმელად…

იმედგაცრუებული და გაწბილებული გავუყევი მეორე ეკლესიის გზას – წახჩურის ეკლესიისკენ,. სადაც ისევ, ლეგენდის თანახმად, იქ უშვილო წყვილები აკვნით ადიოდნენ და წმინდა ადგილს სთხოვდნენ შვილს. ადგილობრივების თქმით, ეკლესიამ ბევრი წყვილის თხოვნა შეისმინა. იქ დღემდე ადიან მარიამობის შემდეგ კვირას უშვილო წყვილები, გზა მაღალი და დასახლებული პუნქტიდან შორია. თუმცა ვერ იქ შევძელი რაიმე ინფორმაციის მოპოვება, ვერც ლეგენდაზე და ვერც თავად წაჩხურის ეკლესიაზე, იქ მყოფმა სასულიერო პირმა კი მითხრა, რომ კურთხევის გარეშე არ შეეძლო რაიმეს თქმა. თუმცა მის სიტყვებში უფრო ის სჩანდა, რომ უბრალოდ, არც კი იცოდა ეკლესიის დაარსების თარიღი ან სხვა რამ. თუმცა ბოლოს, დადიანების საგვარეულო ეკლესიაში, მამა მინდიასაგან მწირი ინფორმაცია მაინც მოვიპოვეთ, წაჩხულო, დაახლოებით, მეექვსე საუკუნის ძეგლი ყოფილა და მისი დაარსება ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას უკავშირდება. მის სახელთანაა დაკავშირებული ასევე მარტვილის მონასტერიც. მანვე გვანახა ქრისტეს მირონმდინარე ხატიც და სურვილების ასრულების ღვთისმშობლის ხატიც.

ისევ დავადეით გზას და ვიფიქრე, იქნებ ოკაცესა და კინჩხამდე მაინც მივაღწიო და რეპორტაჟები გავაკეთო, თუმცა…

ბევრჯერ დამიწერია მარტვილის კანიონზე, ვიდრე უცხოელი ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ეს ადგილი, ჩემი იქაური ფოტოები, საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში გამოიფინა… ამიტომ არ წავედი იქ, თუმცა დავადექით გზას კინჩხასკენ და ოკაცესკენ… ხუთნი ვიყავით, 17 ლარი და 20 თეთრი გვითხრეს, ერთი კაცის შესვლა. თუ ქართველი ხარ და თან პირადობა გაქვს, მაშინ ეს ფასი 10 ლარი და 20 თეთრი გიჯდება. ვთქვათ არ მაქვს პირადობა? ამ შემთხვევაში 17 ლარს ვიხდი, კინჩხაზე უფრო საინტერესო იყო, გარდა იმისა, რომ ეს თანხა უნდა გადაგვეხადა, შინაურულად მოვიდა ერთი ყმაწვილი და გვეუბნება, ძალიან შორია კანიონამდე და ჯიპით 50 ლარად გაგიყვანთო, აქაც უარი ვთქვი, არა იმიტომ რომ ფული დამენანა, პრინციპის ამბავია. არ გადავიხდი ამხელა თანხას რომ ჩემ ქვეყანაში ჩანჩქერთან ან კანიონთან მივიდე…  კინჩხის და ოკაცეს პოპულარიზაციაზე ჩემმა მეგობარმა, ამრიკა ვაჭარაძემ ბევრი იმიტომ არ იწვალა, რომ ადგილობრივებს იქ ამდენი თანხა გადაგვეხადა. არც მე მიწერია ამდენი მარტვილის კანიონზე, უბრალოდ, უნამუსობასაც აქვს საზღვრები, არ შეიძლება ჩემივე მიწა-წყალზე ჩემზე აკეთო ფული არაფრისგან. წარმოვიდგინე კახეთიდან წამოსული ხუთსულიანი ოჯახი, რომელსაც ზღვაზე უნდა წასვლა, ვთქვათ ქობულეთში, სადაც წელს დღე-ღამეში 10-დან 20 ლარამდე ღირდა საწოლი, რომ გამოევლოთ საქართველოს სიყვარულის “პონტში”, რომ ენახათ კინჩხა და ოკაცე. გამოდის რომ მთელ დასავენებელ ფულს აქ დატოვებდნენ… კიდევ ერთხელ ვამბობ – უნამუსოები ხართ ვინც ამას აკეთებთ!!! (ეს ფოტოები კი ის ადგილია, ფულის გაკეთების არეალში რომ არ ექცეოდა. იმედია ამასაც არ შემოღობავთ და მის ნახვასაც თანხას არ დაადებთ…)

სამწუხადოდ, სწორედ ასეთი იყო ჩემი ვოიაჟი მარტვილში, სამწუხაროდ…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s