RSS

იცოდით, რომ ქობულეთში მუზეუმია?

06 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

ზაფხულში ბევრი ჩვენგანი დასასვენებლად ზღვას მიაშურებს-ხოლმე. ქობულეთი კი ბევრისთვის საყვარელი საზღვაო კურორტია, სადაც ზღვა და მზე კარგი თერაპიაა, არა მარტო გარუჯვის მოყვარულებისთვის. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქობულეთში ერთი პატარა, მაგრამ უაღრესად საინტერესო მუზეუმია, რომელიც აღმაშენებლის 100 ნომერშია.

აქ დაინტერესებული ადამიანები არა მარტო უძველეს ნივთებს ნახავენ, მუზეუმის ქვედა სართულზე, ადგილობრივ კულტურას გაგაცნობთ მინი დეკორაციები, იქ თქვენ ნახავთ, როგორ აძინებს დედა-შვილს, როგორ მუსაიფობენ ბუხრის წინ ოჯახის წევრები, როგორ ქსოვს ოჯახის უფროსი დიასახლისი  და ა.შ.

ქვევრებს, ხისგან გამოთლილ გობებს, ბრინჯაოს თუნგებს და ა.შ.

აქ ნახავთ საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენებს ბრინჯაოს ხანიდან. არქეოლოგების მიერ მოპოვებული ხელოსნობის ნაწარმის საინტერესო არტეფაქტები გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმდროინდელი მოსახლეობის ყოფისა დ აკულტურის შესახებ. აქ გამოფენილი ნივთებიდან ჩანს, რომ მოსახლეობა ადრებრინჯაოს ხანიდან იცნობენ თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ქურებსად. ამავე ეპოქაში განვითარებულა ლითონის დამუშავებაც. რკინის წარმოებამ თანდათან განიმტკიცა პოზიციები და ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში სამეურნაო და საბრძოლო აღჭურვილობის დამზადებაში წამყვანი ადგილი ეკავა. ქობულეთში მოქმედებდა რკინის წარმოების მძლავრი კერები-ჩაქვისწყლის ხეობა და ჩოლოქ-ოჩხამურის ორმდინარეთი. თითეულ მათგანს გააჩნდა ნედლეულის საკუთარი ბაზა, საწვავის საკუთრაი წყარო და ცეცხლგამძლე თიხის საბადოები.

მნიშვნელოვანი ძვრები ხდება სულიერ კულტურაშიც. ყურადღბას იქცევს ახალშავზღვურ ტერასაზე წარმოქმნილი დიუნურ ნამოსახლარებზე-ქობულეთ-ფიჭვნარის, ბობოყვათის ჩაქვის, ციხისძირის ქვიშაზვინულზე მიკვლეული ე.წ. საკულტო ძეგლი. რქისებრი სადგრის, ფალოსების, მრავალგანყოფილებიანი საკურთხევლის მიხედვით ჩანს, რომ აქ სრულდებოდა ნაყოფიერების ღვთაების ხარის კულტთან დაკავშირებული რიტუალი. საქართველოს ზღვისპირეთის ქვიშაზვინულები წარმოადგენენ საერთო სატომო კულტმსახურების ადგილებს, წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება მესეფეებისადმი (ზღვის ადამიანებისადმი), ან კიდევ ხარისა და სელის კულტუსადმი მიძღვნილი რიტუალი.

მუზეუმში ბრინჯაოს ხანის ნივთებიდან წარმოდგენილია კაჟის ისრის პირი, კაჟის ნამგლის ჩასართი, ქვის სალესი, ქოთნის პირის, მხრისა და ყურის ფრაგმენტი, დერგის ყური, ქოთანი, კვირისტარი, კოლხური ცული, დერგი, ჭურჭლის შვერილი და ა.შ.

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ანტიკური ხანის ნივთები. ანტიკურ ხანაში კოლეთი წარმოადგენდა ძლიერ სახელმწიფოს. ჰეროდიტე წერდა: სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთ ზღვამდე, რომელსაც მეწამულს ეძახიან. ამათ ზემოთ, ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები, მიდიელების ზემოთ სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი ხალხი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.

ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სამარხეულ კოლპლექსებში წარმოდგენილი ინვენტარის მიხედვით დასტურდება, რომ ძვ.წ.  I ათასწლეულის შუა ხანისათვის დასრულებულია ადრეკლასოვბრივი საზოგადოების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ვაჭართა ფენის ფორმირების პროცესი. აქაური მოსახლეობა ჩჩაბმულია მსოფლიო ისტორიუ პროცესში. მჭიდრო კონტაქტი აქვთ დამყარებული ანტიკურ, კერძოდ კი ბერძნული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებთა,

ძვ. წ. V საუკუნის კოლხური თემების სამაროვანზე აღმოჩენილი მასალების მიხედვით ჩანს, რომ მისი დამამზადებელი და მომხმარებელი მაღალი, დახვეწილი გემოვნების საზოგადოებაა. კლასიკურ ხანაში კოლხური კულტურა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს.

ფიჭვნარის სამაროვანი, ჯერ-ჯერობით ელინურ ეთნოსთან დაკავშირებული ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში. მუზეუმში წარმოდგენილი ფიჭვნარში ნაპოვნი ქოთანი, კოჭობი, ფიჭბნარული დოქი, ყურმილიანი დოქი, ჯამი.

ელინისტური პერიოდიდან საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიებათა შედეგად მოპოვებულია მდიდარი და მრავალფერობანი ნივთები. სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთი გამოკვეთილი დარგი თევზჭერა ყოფილა. ამის მანიშნებელია მახვილაურის, ფიჭვნარის, ციხისძირის, ბათუმისციხის, კვაშტისა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური გათხრების ნეოლითიდან დაწყებული კულტურულ ფენებში დიდი რაოდენობით აღმოჩენლი ბადის საძირავებად გამოყენებული ქვის საწაფები. ფიჭვნარის ელინისტური ეპოქის სამაროვანზე მეთევზეთა სამარხებიცაა აღმოჩენილი. აშკარაა, რომ ამ ეპოქისთვის დამარილებული თევზი ექსპორტის საგანსაც წარმოადგენდა.

მუზეუმში, ელინისტური პერიოდიდან  დაცულია მათარა, კანტაროსი, კოჭობი, გუტუსი, ლაკრიმარი, თასი, ჯამი, საწაფებუ, ანკესი, მონეტა კოლხური თეთრი, მონეტა სინოპა.

ზაფხულში, თუ ქობულეთში გასარუჯად ჩახვედით და გაგიწვიმდათ, შეიარეთ ამ მუზეუმში, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ ქობულეთის ისტორიიდან.

Advertisements
 

2 responses to “იცოდით, რომ ქობულეთში მუზეუმია?

  1. რეზო ტაკიძე

    11/09/2019 at 23:02

    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ ტევადი ცნობების გამოქვეყნებისათვის.

    თქვენი ასეთი შეფასება, შემდგომში სიახლეთა დანერგვისათვის დიდი სტიმულის მომცემია.

    პატივისცემით,
    რეზო ტაკიძე,
    ქობულეთის მუზეუმის სახელით.

     
    • ekofact

      11/09/2019 at 23:09

      დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი საოცარი მუზეუმი გაქვთ… ქობულეთში რომ ჩამოვალ აუცილებლად გესტუმრებით კიდევ, თქვენი ნებართვით

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s