RSS

ეს ქვების სამკაულები დამზადებულია საქართველოში

15 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ ქვების სასწაულქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, ატარებდნენ როგორც თილისმასაც. იმედი და რწმენა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა.

ბევრი მისტიკოსი ქვებს უდიდეს დანიშნულებას ანიჭებდა, მათ შორის იყო ოშო რაჯნიშიც, რომელიც ამბობდა: „ქვებს თავისი ინდივიდუალობა აქვთ… ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წაიკითხონ ქვები მათ სიღრმეში, შეუძლიათ ძირფესვიანად გამოიკვლიონ ისინი, იპოვონ მათთან კავშირი, აღმოაჩინონ, რომ ქვებს შორის არის ფხიზელი არსებები. ზოგი ქვა უფრო ფხიზლობს, სხვა ქვებს კი უფრო ძინავთ.

ადამიანებმა ასევე გაიგეს, რომ ზოგი ქვა გამოფზიხლებულია გარკვეული მიმართულებით და მათი გამოყენება შეიძლება განსაკუთრებული მიზეზებით… თქვენს ცხოვრებაში დაიწყება წარმოუდგენელი მოვლენები, თუ თქვენ დაიყწებთ გარკვეული ქვების ტარებას, დაამუშავეთ ისინი და ატარებთ მას, როგორც სამკაულს ანდა ჩასვავთ მას ბეჭედში, ამ ქვებს ხომ თავისი ცხოვრება აქვთ. თუ თქვენ გექნებათ ასეთი ქვები, მაშინ თქვენზე აუცილებლად მათი შესაბამისი ამბები გადაგხდებათ, რადგან თქვენ ქვასთან დაკავშირებული იქნებით სიმბოლური ურთიერთობით. ამგვარი ურთიერთობის გარეშე შესაბამისი სიტუაციები არ მოხდებოდა… არსებობენ ქვები, რომელთა ისტორია ასობით წელს ითვლის, ზოგიერთის კი ათასობით წელს. არის ქვები, რომლებსაც წარმატება მოაქვთ თავისი მფლობელებისთვის, და მათი ფასი იზრება. ამგვარად, ქვებს თავისი ინდივიდუალობა აქვთ, და ეს ინდივუდუალობა დამოკიდებულია ხარისხზე, ქვა გამოფხიზლებულია თუ სძინავს.“

qva 2საქართველოში, ქვების ულამაზეს სამკაულებს აკეთებს, თვითნასწავლი, 45 წლის მანანა ქოჩლაძე. მანანას თქმით, ადრიდანვე დაინტერესებული იყო ჰოროსკოპებით, მერე ქვებიც შეისწავლა, თუმცა სულ თავიდან ის ხელჩანთებს აკეთებდა. თვითნასწავლი შემოქმედი, თავის საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს მსურველებს ფეისბუქგვერდზე სთავაზობს, რომელსაც ბეგმანო (BAGMANO) ქვია. ამ გვერდზე არა მარტო ჰოროსკოპის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ქვებისგან გაკეთებული სამკაულები, სხვა უამრავი შესანიშნავი სამკაულია: ბეჭდები, რომელსაც უჟანგავი რკინისგან აკეთებს, სამაჯურები, ყელსაბამები, საყურეები…

qva 3„აირჩიე შენი ზოდიაქოს ქვა, რომელსაც ატარებ რწმენით, მომავლის იმედით და სიყვარულით,“ – წერია მის უნიკალური ნამუშევრების გვერდზე, მე ავირჩიე, აირჩიე შენც J – დამზადებულია საქართველოში

ფოტოს ავტორი მანანა ქოჩლაძე

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s