RSS

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა საქართველოში

16 მაისი

გვანცა გახოკიძე

ბუნებრივი რესურსების რაოდენობა, მისი მოხმარებისა და არსებული მარაგის მიხედვით, ფაქტობრივად ერთმანეთთან გათანაბრებულია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანის მოხმარებული ნარჩენი 10 % გარდაიქმნება საზოგადოებისათვის სასარგებლო პროდუქტად, 90% კი რჩება ნარჩენად. ნარჩენების საერთო მოცულობის მრავალტონიან ნაწილს კი – სწორედ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმოადგენს.

ნარჩენების რაოდენობა, რომელსაც წარმოქმნის კაცობრიობა, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს გარემოსათვის. ჩვენ მიერ მოხმარებული პლასტმასის ნარჩენები ყოველწლიურად 1 მილიონი ზღვის ფრინველისა და 100 00 კუს, სელაპის, ვეშაპისა და სხვა ზღვის ძუძუმწოვრების დაღუპვის მიზეზი ხდება.

ნარჩენები შეიცავს ბევრ სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ტყვიას, ვერცხლისწყალს, ფოსფორს და სხვა, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს, ნიადაგს, ზედაპირულ და გრუნტის წყლებს, ზღვას, ოკეანეებს. საბოლოოდ, ასეთი დაბინძურება ზიანს აყენებს პლანეტის ბიომრავალფეროვნებას და საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ფაქტია, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მატულობს პოდუქციის რაოდენობა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო მეტი ე.წ „ნაგავი“, რომელიც, როგორც გამოირკვა სულაც არ არის უსარგებლო და მისი დახარისხებისა და გადამუშავების შედეგად, მიიღება ბევრი საჭირო პროდუქცია.

თითოეული ადამიანი, უნებურად სერიოზული „ნაგავწარმოებელია“.  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ის ნაწილი, რომელიც გროვდება და არ იყრება ხევებში, მდინარეებში თუ ნებისმიერ სხვა გარემოში, თავს იყრის ნაგავსაყრელებზე. აქ მოხვედრილი ნარჩენები იტკეპნება, იფარება მიწის ან რომელიმე ინერტიული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო გასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოიხსნა. მიწის ქვეშ გადამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ გარემოს კვლავ სერიოზულად აზარალებს.

პრობლემის ნათლად დანახვისათვის, წარმოგიდგენთ ნარჩენების სრულად დაშლის დროს:

ქაღალდის ხელსაცოხი – 2-3 კვირა; ბანანის ქერქი- 3-4 კვირა; ქაღალდის პარკი-1 თვე; გაზეთი- 1,5 თვე; ვაშლის ნარჩენი- 2 თვე; ფორთოხლის ქერქი- 6 თვე; შალის წინდა- 1-5 წელი; რძის ქაღალდის ყუთი- 5 წელი; სიგარეტის ნამწვი- 5-10 წელი; ტყავის ფეხსაცმელი- 25-40 წელი; ფენოპლასტის ჭიქა- 50 წელი; რეზინის საბურავი- 50-80 წელი; პოლიეთილენის კონტეინერი – 50-80 წელი; ალუმინის ქილა – 200-500 წელი; ბავშვის ერთჯერადი საფენი – 500 წელი; პლასტმასის ბოთლი- 450 წელი; პოლიეთილენის პარკი- 200-1000 წელი.

ითვლება, რომ პროდუქტი როგორც კი სანაგვე ყუთში შეერევა სხვა პროდუქტებს, მაშინვე ხდება ნარჩენი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ნარჩენები შეიცავენ სასარგებლო კომპონენტებს და აუცილებელია მათი საერთო მასიდან ამოღება, განცალკევება და გამოყენება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების სრულფასოვანი დახარისხება, ანუ სეპარაცია, აუცილებელია ნარჩენების გადამუშავების, – რეციკლირების ეფექტური განხორციელებისათვის. ამისათვის, საჭიროა მოქალაქეებს გაცნობიერებული ჰქონდეთ პრობლემა. თითოეულმა ადამიანმა უნდა აწარმოოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაცია, ანუ სხვადასხვა ჭურჭელში მოახვედროს სხვადასხვა ტიპის ნარჩენი.

ზოგადად, რეციკლირება, ანუ გადაუშავება, ეს არის ის პროცესი, რომელიც მნიშნელოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს; მათ შორის გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება, ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია. რეციკლირება – ეს არის ნარჩენების მეორადი გამოყენება ან საწარმოო და ყოველდღიური ნარჩენის ხელახალი დაბრუნება წარმოების ციკლში. ასევე პრაქტიკაშია სამჯერადად, ოთხჯერადად და ა.შ გამოყენება ისეთი მასალების, როგორიცაა – მინა, ქაღალდი, ალუმინი, ასფალტი, რკინა, ქსოვილი და პლასტიკის სხვადასხვა სახეობები.

იმისათვის, რომ რეციკლირება იყოს ეფექტური, პირველ რიგში, საჭიროა მოწესრიგდეს ნარჩენების შეგროვების სისტემა, ჩამოყალიბდეს ნარჩენების წარმოქმნისთანავე მათი დახარისხების აუცილებლობა.

არსებობს დახარისხების ორი გზა: ტექნიკური და სოციალური.

ტექნიკური დახარისხება ითვალისწინებს სპეციალური ქარხნის არსებობას, სადაც ნარჩენების საერთო მასა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სეპარირდება და გადამუშავდება ახალ ნედლეულად, რის შედეგადაც მიიღება ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქცია, ხოლო გადაუმუშავებელი ნარჩენი განთავსება პოლიგონზე.

სოციალური დახარისხება კი ითვალისწინებს ნარჩენის დახარისხებას მოქალაქეების მიერ და სპეციალურ კონტეინერებამდე მიტანას.

და რა ხდება საქართველოში?!

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების უდიდეს ნაწილს, კვებითი და სამშენებლო ნაწარმო წარმოადგენს. ამ მოცულობის შესამცირებლად საჭიროა, რა თქმა უნდა, გადამუშავება, რისი შესაბამის ინფასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს… ნარჩენების დახარისხების მცდელობა იყო ქუთაისში, თუმცა ისიც უშედეგოდ, რადგან ნარჩენები კვლავ საერთო ნაგავსაყრელზე ხვდებოდა.

ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პერიოდზე და დაეფუძნება ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპებს, რომელიც გულისხმობს ნარჩენების რესურსებად განახლებისა და ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკას, რაც თავისთავად ნარჩენებისა და ნაგავსაყრელების შემცირებას გამოიწვევს.

ცნობისთვის, საქართველოში, არის 60-ზე მეტი ნაგავსაყრელი და მათ შორის მხოლოდ ორი აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ქუთაისის სანიტარული ნაგავსაყრელი გახსნა, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში ცდილობენ. თუმცა ბევრია თვითნებური ნაგავსაყრელებიც, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ ხევებსა და მდინარეში ყრიან. მაგალითად, ფშავში, ქვემო სვანეთშიმ, სამეგრელოში და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამოქმედდა კანონი მყარი ნარჩენების მართვასთან, ქვეყანაში კვლავ სავალალო მდგომარეობაა.

„ნარჩენების მართვის კოდექსი” კანონპროექტი 2014 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. ჯარიმები და სანქციები გარემოს დაბინძურებაზე მაქსიმალურად მკაცრდება. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5.000 ლარით განისაზღვრება.

ფოტო: გვანცა გახოკიძის, – კუსტარული ნაგავსაყრელი თბილისში, ვაზისუბნის მეოთხე მიკროს პირველ კვარტალში

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s