RSS

ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების შელახვას

02 აპრილი

გვანცა გახოკიძე

ენერგია ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. კაცობრიობას სხვადასხვა სახის ენერგიის ათვისების გარეშე სრულფასოვნად არსებობა არ შეუძლია. დედამიწაზე ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების-ნავთობისა და ქვანახშირის დასაზოგად, დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალეების ძიება. განახლებად წყაროებს შორის ერთ-ერთია წყლის ენერგია. ადამიანებმა, დიდი ხნის წინ, დაიწყეს წყლის ენერგიის გამოყენება მექანიკური ენერგიის მისაღებად. ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის დასაწყისში, ელექტროგენერატორი გამოიგონეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს ჰესები, მათ სხვადასხვა კონფიგურაცია აქვთ, რაც დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე. დიდ ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, თავისი ადგილი დაიმკვიდრეს მიკრო, მინი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებმაც. მცირე ჰიდროელექტრო სადგურს ბევრი უპირატესობა გააჩნია, მაგალითად – საკუთარი ენერგიის განახლებადი წყაროს გამოყენებით სოფლის განვითარება, ადგილობრივი მუშა ხელის დასაქმება და ახალი საწარმოების შექმნა.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია დერივაციული ჰესები. აქ პირველი ჰიდროელექტრო სადგური, დაახლოებით 100 წლის წინ, ბორჯომში აშენდა. 1930-1950 წლებში, 450-მდე მცირე სადგური მუშაობდა, ხოლო 1980 წელს ეს რიცხვი 44-მდე შემცირდა. საქართველოში ჰესებს მიეკუთვნება სადგურები, რომელთა სიმძლავრე არ აღემატება 13 მგვტ-ს. ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მდიდარ საქართველოში, შესაძლოა 1200-ზე მეტი მცირე ჰიდროელექტროსადგური აშენდეს.

„ჰიდროენერგიის მიღების მექანიზმი შემდეგ პრინციპს ემსახურება: წყალი ამოძრავებს ტურბინებს, რომელთა მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები იყენებენ წყალსაცავებს. წყალსაცავში დიდი რაოდენობით წყალია დაგროვებული, წყალსაცავის ფსკერთან ახლოს არის წლის გამოსაშვები არხი, სადაც წყალი დიდი სიმძლავრით მიედინება და ამოძრავებს ტურბინას,“ – ვკითხულობთ „ენერგიის განახლებადი წაყროები და ენერგოებექტურობის მხოფლიო გამოცდილებაში.“

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნოლოგია მარტივი და ცნობილია, თუმცა ტექნოლოგიური გამოწვევები არ არის ჰიდროენერგიასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა. ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების შელახვასა და გარემოს დეგრადაციას. სოციალურ ინტერესების შელახვაში იგულისხმება, როგორც საკუთრების უფლებების შელახვა, ისე საბინადრო გარემოს გაუარესება. ამასთანავე, ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა და არარაციონალური გამოყენება იწვევს მათ სწრაფად გამოლევასა და აძლიერებს ბუნებრივი კატასტროფების რისკს. ეს, საბოლოო ჯამში, იწვევს ბუნებრივ რესურსებზე და ეკოსისტემურ სერვისებზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის, კიდევ უფრო გაღარიბებას და ზრდის სოციალურ დაძაბულობას, – ამბობენ გარემოსდამცველები.

განვითარების პროექტები, ხშირად, ადგილობრვი მოსახლეობის იძულებით განსახლებასაც კი იწვევს. ამ პროცესს, როგორც წესი, მოჰყვება ადილობრივი წარმოების სისტების მოშლა, საქმიანობისა და შემოსავლის წყაროების გაქრობა, სათემო სტრუქტურისა და სოციალური ქსელის შესუსტება. ადამიანები შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ნაკლები რესურსი მოიპოვება, ამ მათი სოციალური და პროდუქტიული  უნარები ნაკლებად გამოყენებადია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითია ჟინვალჰესი, მის აშენებას რამდენიმე სოფელი შეეწირა.

საქართველოში მოქმედი ჰესების რაოდენობა მწირი არ არის, თუმცა საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს კიდევ 106 ჰესის აშენებას.

გუდამაყარსის ხეობაში, შავ არაგვზე, კიდევ ორი ჰესის მშენებლობა-„შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ იგეგმებოდა, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ ახორციელებდა. ორივე ჰესის მშენებლობა მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდებოდა დერევაციული ტიპის ჰესი. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს აცხადებდა მშენებლობის წინააღმდეგ. ისინი თვლიდნენ, რომ გუდამაყარში ჰესის მშენებლობა გამოიწვევდა იძულებით მიგრაციას, ტურისტული ზონის გაქრობასა და გარემოს დამახინჯებას. ჰესების წინააღმდეგ შედგენილმა პეტიციამ, 5-6 დღეში 5000 ხელმოწერა შეაგროვა.

მოგვიანებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

ჰიდროელექტოსადგურების სარგებელზე საუბრისას, პირველი სარგებელი, რაც მის ინვესტორებისთვის გამამართლებელია – ეს არის დასაქმება. მშენებლობის პროცესში საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი.  იქმნება დაბალანაზღაურებადი და დროებითი სამუშაო ადგილები. უკვე ექსპუატაციის დროს ჰესებზე საქმდება მინიმალური ადამიანი, რადგან ამისათვის მაღალი ექსპერტული ცოდნაა საჭირო და ისედაც ყველაფერი კომპიუტირიზირებულია.

„მოსახლეობის დასაქმება ცინიკურია, მათ არ აქვთ ის ცოდნა, რაც ჰესების მუშაობას სჭირდება. კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი გუნდით მოდის და თავისი ხალხი ჰყავს. ფარავანჰესსზე 590 ადამიანი თუ მუშაობდა 500 თურქი და 90 ქართველი იყო. ერთი ოჯახიდან ერთი ადამიანი სამი თვე მუშაობდა, მერე უშვებდნენ და მეზობელს ასაქმებდნენ. ამ მოკლევადიან ჩანაცვლებით სამუშაოს ეძახიან დასაქმებას,“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი და ჰესების სარგებელსა თუ ზიანზე გვესაუბრება, – „ყველა საქმიანობას გარკველი უარყოფითი ზემოქმედება აქვს. როდესაც საუბარი ჰიდროელექტროსადგურზეა, საუბარს ვიწყებთ არის თუ არის შეფასებული სარგებელთან ერთად, რა ზიანს მიაყენებს ობიექტი გარემოს. ამის შეფასება ხდება დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზით ქვეყნისათვის და არა ინვესტორისთვის. შეფასება ჩვეულებრივი მომენტია ნებისმიერი პროექტისთვის. გარემოს ზემოქმედების კოდექსში ერთერთი მოთხოვნაა სარგებლისა და დანახარჯის შეპირისპირება. ნებისმიერი პროექტის ანგარიშის აღწერაში რომ ჩავიხედოთ, ასეთი შეფასება ან არ არის, ან გაუგებრადაა და რეალური რიცხვები არ ჩანს. რაც შეეხება, პროექტების მიზანშეწონილებას, რამდენად აწყობს ქვეყანას და რამდენად საჭიროა ჰიდროელექტროსეტქორის განვითარება, ეს შეფასებები არ კეთდება,“ – ამბობს ის.

ქვეყანამ უნდა იცოდეს რა არის მისთვის ენერგო დამოკიდებულება. რატომ იზრდება ელექტრო ენერგიის მოხმარება ქვეყანაში?! ამაზე პასუხი არავის აქვს. უღირს ქვეყანას ასეთი მიმართულებით განვითარება?! სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რიმელიც დაეყრდნობა მოხმარების ანალიზს.

„ენერგიაზე საუბრისას, ყველას წარმოუდგენია მხოლოდ ელექტროენერგია. მაგრამ საქართველოში გათბობისთვის მოიხმარენ ან ბუნებრივ აირს ან შეშას. ძალიან ცოტა თბება ელექტროენერგიით, რადგან ეს ძვირი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, რა უნდა ვუყოთ ამდენ დენს? ჩვენს რეგიონში არსებული ფასების გამო, ექსპორტზე ვერ გავიტანთ. საქართველოს ყველაზე მაღალი ტარიფი აქვს. თურქეთში ექსპორტი ფინანსურ ზარალს მოუტანს ქვეყანას. განცხადებები, რომლებიც კეთდება ჰესების ენერგოდამიუკიდებლობაზე არასწორია!

კრიზისის მიუხედავად, ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია, აფხაზეთში  სრულიად უფასოდ მიდის.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის პროცენტს, ჭიპაშვილის თქმით, ზამთარში დენი  გვაკლდება და ამის მიზეზია, რომ ჩვენს მდინარეებში არ არის წყალი და შესაბამისად ჰესების გამომუშავება იკლებს, – მაშინ როცა გაზაფხულიდან იმდენი დენი იწარმოება, ხდება წყლის დაღვრა, იმიტომ რომ მდინარე სავსეა. სახელმწიფომ უნდა იფიქროს ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრაზე. ქარის სადგური გაცილებით უკეთ მუშაობს ზამთარში, ვიდრე ახალაშენებული ჰიდრეელექტროსადგურები. ისეთ ობიექტებზე უნდა ვიფიქროთ, რაც ზამთრის დეფიციტის დროს იქნება მოხმარებადი.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s