RSS

ტყის დღეს, „მზის შვილები” ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ

21 მარ

გვანცა გახოკიძე

დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები” ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი, მცენარეთა პლანტაციები, სათბური დაათვალიერეს და ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დათესეს ნეკერჩხალი, ძელქვა და იფანი.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. თარიღი გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წელს დაწესდა და იგი მთელს მსოფლიოში აღინიშნება. “ტყის საერთაშორისო დღის“ აღნიშნვა ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გამეჩხერებული ტერიტორიების შევსება-აღდგენას ისახავს მიზნად. საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები- 153 სახეობა; ბუჩქები-202 სახეობა; ნახევარბუჩქები -29 სახეობა; ლიანები -11 სახეობა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფართობი 1 804 950 ჰა-ს შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა,რომელიც საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ახალი „ტყის კოდექსი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის მდგრად მართვას, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s