RSS

ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება

16 თებ

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჟანგიან „კრაოტზე“ მძინავს, რამდენჯერაც შევიტანე განცხადება, იმდენჯერ მითხრეს, რომ ამ ეტაპზე, იმ  ეტაპზე… აღარ დასრულდა, ნეტა, გენახათ, როგორ პირობებში ვცხოვრობ, არაფრად მაგდებენ, სულ მატირებენ. როგორ მოვიქცე… დამაკვალიანეთ… მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, ხუთი წელია ასე იძახიან… ფანჯრები და კარები „დიქტებით“ მაქვს გამაგრებული. მაშ, სიმართლე არ არის არსად? როგორ მოვიქცე? ისეთ დღეში ვართ..“ – სოფელ ხაშმში, ჩვენს დანახვაზე იმედი ემატება ხმაში 77 წლის ხალხატიან რიმას. უკან დაგვყვება და ტირის… ტირის და გვეხვეწება დავეხმაროთ…

„შვილიშვილი მყავს, ისეთ მდგომარეობაშია ვერ აგიღწერთ, ქმარს დასცილდა, თავად ავადმყოფია, წამლებს ვალევინებ, ფსიქიკური პრობლემები აქვს… რამდენჯერაც მე მცემა, იმდენჯერ რა ვიცი… თვითონაც შვილი ჰყავს, რომელიც 8 წლისა… სახლი დანგრეულია, მაგრამ მანც ვცხოვრობ… რამდენჯერ მივედი დახმარებისთვის, არც სოციალური, არც სახლზე დახმარება, როგორ უნდა ვიცხოვრო, დამეხმარეთ…“ – არ ჩერდება მოხუცი ქალი… – „როგორ უნდა იმუშაოს ჩემმა შვილიშვილმა ცუდად არის, სულ წევს, განა დგება, სულ წევს…  ტანსაცმელსაც ვერ ვყიდულობ, სულ სხვები მჩუქნიან-ხოლმე..“… –  32 წლის მარიანა ჯალანდრიშვილის ბებია.

„ამას ისეთი ბინა აქვს, რომ იქ არ იცხოვრება,“ – გვეუბნება რომას მეზობელი, 73 წლის ფოლადიშვილი ჯემალი.

სამწუხაროდ, დროის უკმარისობის გამო, მისი სახლის ნახვა ვერ შევძელი… მაგრამ სულ ამ მოხუცის ცრემლიან თვალებზე მეფიქრება…

 

2 responses to “ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება

  1. ფატი

    16/02/2019 at 21:01

    ოლიკო, სოციალური მუშაკი, მუნიციპალიტეტი… არავინ იცის ეს ამბავი?

     
    • ekofact

      16/02/2019 at 21:03

      ფატი, როგორც მოუხცმა მითხრა, იციან, სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მათთან დაკავშირება დროსი სიმწირის გამო, იმედია, სხვა ჟურნალისტები მიხედავენ ბოლომდე ამ საქმეს… (კახეთის ხმის ჟურნალი დამიკავშირდა…
      )

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s