ქვეყანაში 400 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია, მათ შორის, 30 პროცენტი შრომისუნარიანია, თუმცა უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, შემოთავაზებულ სამსახურებზე უარს ამბობენ, რადგან აქვთ არასტაბილურობის განცდა – სამსახური შეიძლება დაიხუროს 2-3 თვეში და სოციალურ დახმარებასაც კარგავენ.
სწორედ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სამსახურს დაუწყებენ, შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება, ვიდრე ადამიანს არ გაუჩნდება სტაბილური შემოსავალი.
დღეს, ჩატარდა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხოციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.
სოციალური მომსახურების სააგენტო ხუთი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს ადვილად და სწრაფად მოიძიოთ სასურველი ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის; მოგაწოდოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ;
სოციალური მომსახურების სააგენტოს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებლებს შორის შუამავლობა და კომუნიკაციის ხელშეწყობაა. Worknet.gov.ge არის სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რეგისტრაციის ელეტრონული სივრცე. საიტზე დამოუკიდებლად და უფასოდ შეგიძლიათ განათავსოთ ვაკანსია, ასევე შეარჩიოთ თქვენი ვაკანსიისთვის სასურველი კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ელექტრონული სივრცე Worknet.gov.ge ხელმისაწვდომია, როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის,“ – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ბეზერაშვილი. მისივე თქმით, დასაქმებულთა სტატისტიკა მზარდია, – 2017 წელს დასაქმდა 1775 ადამიანი, მათ შორის 103 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 2018 წელს კი 1877 ადამიანი, მათ შორის 95 შშმ პირი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის 270 დებულებით, სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, ყველა სოციალურად დაუცველი არის დარეგისტრირებული ამ სივრცეში, შესაბამისი ინფორმაცია, ვაკანსიებით კი მიეწოდებათ ტელეფონებზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში სერვის-ცენტრები, საქართველოს მასშტაბით 69 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და სამსახური მაძიებლებს შეუძლიათ მიმართონ.