RSS

„ოცნების ქალაქის“ ბინადრები

10 დეკ

ლილიანა საითაძე

სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული  მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი  ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც  საოცნებო ადგილია.

“სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჭერი გვაქვს, საკუთარი ჭერი,” – ამბობს გიგა „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი.

ყოფილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გიგისნარი ათასობით ადამიანი ცხოვრობს – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარები და  სოციალურად დაუცველები. ისინი ბრძოლობენ სიცოცხლისთვის, აქ ბრძოლაა გადარჩენისთვის, რომელსაც ბევრი უძლებს ბევრიც კი ვერა,  9 წლის ლუკა გაუსაძლისი პირობების მსხვერპლი გახდა:

„ცხოვრებისთვის არასათანადო პირობებმა, სიბინძურემ, სიცივემ, გაჭირვებამ,  შეიწირა ჩემი შვილის სიცოცხლე,” – თვალცრემლიანი და ფერდაკარგული გვიყვება ინგა სანიკიძე (ლუკას დედა), თუმცა ის დარჩენილ 3 შვილთან ერთად არსებობისთვის  ბრძოლას აგრძელებს,

„ოცნების ქალაქი“ ბათუმის გარეუბანში სამ ლოკაციაზეა გაშენებული – ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე. უკანონოდ შეჭრილებს მთლიანობაში 25 ჰექტარი აქვთ დაკავებული, აქედან 20,4 ჰექტარი აჭარის ავტონომიის ქონებაა, 4,6 ჰექტარი კი ერთ-ერთ კერძო კომპანიის საკუთრება. 2012 წლის გვიანი შემოდგომა იდგა, როდესაც აქ მოსახლეების პირველი დიდი ნაკადი გამოჩდა – ქოხებში წვიმდა, ხოლო ირგვლივ იყო ტალახი, უწყლობა, სიბნელე და სიცივე. თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლებაში ყოველდღიურად იზრდებოდა ოჯახების რაოდენობა, რადგან მათ სჯეროდათ,  უკეთესი ცხოვრების.

გიგის ოცნებაა შეშა. ლუკას – წყალი, ნიკას – საჭმელი, გურანდას – სუფთა გარემო, მარიკას – მინდა ჩემს სახლში აღარ წვიმდეს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვების  ოცნებები განსხავებულია თანამედროვე ბავშვების ოცნებებისგან, ისინი არ ითხოვენ აიოფონს, ველოსიპედს და ფუფუნების საგნებს, მათი სურვილები, საარსებო მინიმუმია. ლოყებწითელა ათიოდე წლის ნიკოლოზის ნახატებმა ყველა „ოცნების ქალაქის“ მკვიდრის ოცნება ერთად შეაჯამა – ლამაზი სახლები, ყვავილებით მორთული, ირგვლივ მომღიმარი და ბედნიერი ადამიანები.

48 წლის ჯიმშერიც „ოცნების ქალაქის“ მკვიდრის, ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პენსიით, სოციალური დახმარებით და  გარევაჭრობით ირჩენს თავს. ზაფხულში საზამთროს ყიდის, რომ ზამთრის გასათბობად თანხა შეაგროვოს. თუმცა სხვები თავის გატანას თურქეთში მუშაობით ახერხებენ, სადაც ზაფხულობით ჩაის და თხილს კრეფენ, ხოლო ზამთრობით კერძო პირების სახლებს ალაგებენ ან ბავშებს და მოხუცებს უვლიან.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში მუყაოს ყუთებისგან, ძველი პოლიეთილენის პარკებისგან, ფიცრებისა თუ ჯოხებისგან პატარა ქოხი არ შეუკოწიწებია და სახლობანა არ უთამაშია. თუ ეს ზოგიერთი ჩვენგანისთვის ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს ქოხმახებში რეალურად ცხოვრობენ და იმედგაცრუებულები შეჰყურებენ მომავალს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია… – ესაა „ოცნების ქალაქის“ რეალობა.

ფოტო: ო.ცისკარიშვილის

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s