RSS

სტუდენტების დასაქმება ისევ პრობლემად რჩება

09 დეკ

მარიამ წივილაძე

ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მონდომებული – ასე ახასიათებს საზოგადოება სტუდენტს. ადამიანს, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმუშავოს და საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, თუმცა მათი დასაქმება, დღეს, პრობლემური თემაა, რადგან ხშირად სამსახურის და სასწავლებლის გრაფიკს ვერ უთავსებენ.

ამის მიუხედავად, არსებობენ დამსაქმებლები, რომლისთვისაც სტუდენტის დასაქმება პრიორიტეტულია.

ზურა ნანობაშვილი „ლოპოსიას“ მფლობელია, რომელიც თბილისი მოლში მდებარეობს. მისთვის უმჯობესია საკუთარი მაღაზიის დახლთან სტუდენტი იდგეს, რადგან ფიქრობს, რომ ისინი  გამორჩეულნი არიან.

„ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის სტუდენტთან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია, რადგან ისინი უფრო ენერგიულები არიან, მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან სამსახურს და მოტივაცია მაღალი აქვთ. მათ სჭირდებათ როგორც პრაქტიკული გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე ფინანსური სიძლიერე. ამ ეტაპისთვის ვთანამშრომლობ სტუდენტთან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მუშაობის პროცესში იქონიოს კონსპეექტები და ისწავლოს ან იკითხოს წიგნები. ვცდილობ ყველანაირად შევუწყო ხელი და ისეთი გრაფიკი ჰქონდეს, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა არ მოუწიოს,“ – ამბობს ზურა ნანობაშვილი.

განსხვავებული აზრი აქვს მარკეტის მფლობელს ნინო მორჩილაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ სტუდენტები პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან საქმეს და სჭირდებათ მხოლოდ ერთი ან ორთვიანი სამსახური, რაც დისკომფორტის შემქმნელია მისთვის.

“მქონია გამოცდილება სტუდენტებთან მუშაობის და საკმაოდ რთულია მათი ხელშეწყობა, ბევრჯერ მიცდენდნენ სამსახურს უნივერსიტეტის მომიზეზებით და ამით საქმე მიფუჭდებოდა,“ – განაცხადა ნინომ.

ანა ვაშაკიძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. ისიც, ისევე როგორც სხვა სტუდენტები ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს, აუცილებელია ფინანსური საკითხი მოგვარებული ჰქონდეს, ამიტომ მიიღო მონაწილეობა „ვენდის“ პროექტში, რაც სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს და დღეს იგი მათი თანამშრომელია.

“უნივერსიტეტის მერე ყოველთვის მრჩებოდა თავისუფალი დრო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა და ე.წ „ჯიბის ფული“ გამომემუშავებინა. ჩემს ფაკულტეტზე თეორიული მასალა არ არის სასწავლი, ამიტომ მარტივად ვათანხმებ უნივერსიტეტში სიარულსა და მუშაობას. ზოგჯერ მიწევს ლექციის გაცდენა სამსახურის გამო, თუმცა ეს არ ხდება სისტემატურად და ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენს,“ – აღნიშნა ანამ.

დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას ანი თხელიძისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ეძებს სამსახურს, სადაც ხელს შეუწყობენ და სწავლაში ხელი არ შეეშლება. მისი თქმით, დამსაქმებლები ან დიდ გამოცდილებას ითხოვენ, ან არ აწყობთ დისკომფორტის შექმნა სტუდენტით, რომელსაც გრაფიკი უნდა შეუწყონ.

“მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი უფრო მეტად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ყველაფერში დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. მათ შორის ფინანსურადაც. ჩვენს ასაკში ყველას აქვს მოთხოვნები და ქვეყნაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არც ისე ადვილია მათი დაკმაყოფილება. სტუნენტობის პირველივე წელს გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. უამრავი განცხადება ვნახე, სადაც სამწუხაროდ პირველ რიგში ითხოვენ მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას, მიღება კი 18წლიდან იწყება. ვერ ვხვდები როგორ უნდა მქონდეს ამ ასაკში გამოცდილება თუ სამსახურში არავინ ამიყვანს. ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა ასევე სამუშაო გრაფიკი,  დამსაქმებლებს ძირითადად არ აქვთ მორგებული დრო სტუდენტებზე. გამოდის ან უნდა ვისწავლოთ ან უნდა ვიმუშაოთ. თუ არ ვისწავლით სამომავლო  წარმატების შანსები რადიკალურად შემცირდება. სწორედ, ამიტომ დროის სიმწირის გამო,  მირჩევნია ვისწავლო და მომავალი პროფესიით ვიმუშაო, ვიდრე  დაბალ ანაზღაურებადი და არაფრისმომცემი სამსახურით მომავალი გავიფუჭო.“

არსებობს სამსახურები, სადაც სტუდენტებს გრაფიკით ხელს უწყობენ, თუმცა ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ ტრანსპორტის ფულსაც ვერ ფარავენ, ამიტომ დროის ფუჭად ხარჯვას, ახალგაზრდებს ურჩევნიათ ის დრო სწავლას მოახმარონ. ვიდრე იმუშავონ და დემოტივაცია განიცადონ იმის გამო, რომ ნაშრომი სათანადოდ არ უფასდებათ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა შეუძლიათ ბედი სცადონ დასაქმების საიტ worknet.gov.ge-ზე.

ამ საიტის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში არ არსებობდა სამუშაოს მაძიებლებისათვის რეგიტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებოდა დამსაქმებლების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებობდა თავისუფალი სამუშაო ადგილების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არსებობდა მონაცემების ცენტრალიზებულად შეგროვების, შენახვის დამუშავებისა და ანალიზის ერთიანი სისტემა; დამსაქმებლისა და ვაკანსიის რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის მარტიდან. worknet.gov.ge ბევრი შესაძლებლობა აქვს, სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა განათავსოს  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია; ვაკანსიის პირობებში მოიძიოს დამსაქმებელმა; თვითონ მოიძიოს ვაკანსია და გაუგზავნოს მონაცემები დამსაქმებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო გარდა პერსონალური ინფორმაციისა; შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი; მოიძიონ სასურველი ადამიანურ რესურსი ქვეყნის მასშტაბით; ვაკანსიის პირობებში ავტომატურად დააკავშიროს სამუშაოს მაძიებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო; მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ვაკანსიებისა და დასაქმების ხელშემწყობი პრორამების შესახებ ასევე, მოიპოვონ სტატისტიკური მონაცემები  ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალის შესახებ.

 

 

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/12/2018 in კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s