RSS

ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ – ციხე არაა გამოსავალი

02 დეკ

თეკლა ტაბატაძე

 „პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა პრობლემებს და ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო,“ – ამბობს 40 წლის ანდრია, – „მოგვიანებით ციხეშიც აღმოვჩნდი, თუმცა არც ამან მიშველა. წამლის ფულის გამო ყველაფერი გამიკეთებია, სახლიდან მიმქონდა ნივთები გასაყიდად, ვიპარავდი, ოჯახის წევრების ნერვიულობას არაფრად ვაგდებდი, მეგონა როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს.

არც ერთი ნარკოდამოკიდებული არ ფიქრობს, რომ ვინმეს დახმარება ჭირდება, თავადაც ვერ ხედავენ პრობლემას. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, შვილი იყო, როდესაც ის დაიბადა მიხვდი – ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მინდოდა მისთვის მისაბაძი ადამიანი ვყოფილიყავი და გადავწყვიტე წამალს საბოლოოდ მოვშორებოდი. ბევრი ვეცადე და მეტადონის პროგრამაში მოვხვდი, თავის ბოლომდე დასანებებლად რამდენიმე თვე დამჭირდა. დიდი მადლობა მათ, რომ დამეხმარნენ გამოჯანმრთელებაში.  თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ცხოვრების თავიდან დასაწყებად. დღეს, ყველაზე დიდი პრობელმა, საზოგადოებაშია. ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ახლობლები, უნდობლად მიყურებდნენ, ბევრს პირშიც კი უთქვამს, რომ გამოსწორებული ნარკომანი არ  არსებობს,“- ამბობს ის და ამატებს, რომ წარსულის გამო, სამსახურის პოვნაც ძალიან გაუჭირდა. და ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ და რაც ყველაზე მთავარია,  არ უნდა იჭერდნენ. მისი აზრით, ციხე არ არის გამოსავალი.

ხშირად, ნარკომომხმარებელს აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებთან აკავშირებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარება არაა  აივ/შიდსის გამომწვევი. 2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა, ამ შემთხვევებიდან, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) – 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %.

საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დიდი პრობლემაა წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის, რაც მათ ხშირად ხელს უშლის მიმართოს სხვადასხვა სერვისებს დახმარებისთვის. ხშირად მათ არც კი იციან სხვადსხვა ცენტრების არსებობის შესახებ.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და იზოლაციას, დაუსაქმებლობას – რაც, ფაქტობრივად, ქმნის მანკიერ წრეს დ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული სტიგმა, წამალდამოკიდებული პირებისათვის დროული და ეფექტური მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კი როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, გრემში პირველი და ჯერ-ჯერობით, ერთადერთი გრემის – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უფასო სადღეღამისო ცენტრი მდებარეობს.  პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები – მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ კომუნიკაციების მენეჯერის ირმა კახურაშვილის თქმით, იქ მოხვედრა საკმაოდ იოლია: „ადამიანი, რომელსაც აქვს დამოკიდებულება, მაგრამ არის რემისიის, ანუ სიფხიზლის პერიოდში, თუნდაც დროებითის, და თუ აქვს სურვილი, რომ ეს რემისია დიდი ხნით შეინარჩუნოს, აკითხავს ორგანიზაცია „თანადგომას“, სადაც მას გაესაუბრებიან სპეციალისტები, შეისწავლიან მის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე, გაესაუბრებიან მისი ოჯახის რომელიმე წევრს და შემდეგ უზრუნველყოფენ მის ტრანპორტირებას გრემის ცენტრში, ამჟამად აქ 4 მამაკაცი ბენეფიციარია,“ – გვეუბნება ირმა კახურაშვილი, მისივე თქმით, გრემში რეაბილიტაციის გავლა არა მარტო ნარკომომხმარებელს, არამედ ნებისმიერი დამოკიდებულების მქონე პირს შეუძლია.

ნარკომომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა ორგანიზაცია „ბემონისა“ და “კურაციოს” შარშანდელი კვლევის მიხედვით, 50 ათასიდან 55 ათასამდეა. ესენი არიან ოპიოიდების მომხმარებლები, ანუ ინტრავენური ნარკომანები.

ირმა კახურაშვილის თქმით, არავინ იცის რამდენია საქართველოში სააფთიაქო ნარკომომხმარებლები, ბიოს და მარიხუანის მომხმარებლები. მათი სტატისტიკა არც სავარაუდო და არც ზუსტი ქვეყანას არ გააჩნია.

გრემის ცენტრი კი მზადაა დახმარებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დამოკიდებულებას ძლიოს.

 

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s