RSS

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ვნანობ მოთმინებას

27 ნოე

ანა მშვილდაძე

„გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო ძალადობა ჩემმა მეუღლემ.  ის ბავშვების თანდასწრებით  მაყენებდა  ფიზიკურ  შეურაცხყოფას და ამას  პრობლემად ვერ აღიქვამდა,“  – გვიყვება ა.გ., რომელიც 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. მისი თქმით, ქმარი, რომ მასზე ძალადობდა, ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და მეზობლებმაც, თუმცა „ოჯახის საქმეში“ არ ერეოდნენ.   ა.გ  კი იმდენად შეშინებული იყო  რომ ეგონა  ამ სიტუაციას თავს ვერასდროს დააღწევდა.  თუმცა  პოლიციას მორიგი ძალადობის შემდეგ შეატყობინა. ეს ნაბიჯი, მხოლოდ შეშინებული ბავშვების გამო გადადგა, – „როდესაც  ვხედავდი რა ემართებოდათ დასისხლიანებული დედის დანახვისას, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და  სამართალდამცავებს  შევატყობინე “, – ის ამ ნაბიჯს არც ნანობს, რადგან თვლის, რომ მოძალადე მამასთან ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ, – „ვნანობ იმ მოთმინებას  და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრად უფრო მალე მოვაგვარებდი ამ პრობლემას,“ – ამბობს ის, და ყველა ძალადობის მსხვერპლს მოუწოდებს გამბედაობისკენ.

ოჯახში ძალადობა  ერთ-ერთი ყველაზე რთული, გავრცელებული და სპეციფიკური  პრობლემაა.  ის გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების  დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.   ოჯახში ძალადობის თემა დიდი ხნის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ითვლებოდა ტაბუდადებულ საკითხად, რომლის სააშკარაოზე გატანა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად განიხილებოდა.

ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალურ სურათს,  რადგან ჩვენს გარშემო ძალადობის უამრავი შემთხვევა ხდება, რომლის შესახებაც  არავინ ლაპარაკობს. ამის მიზეზი სხვადასხვაა: საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, უნდობლობა სამართალდამცველების მიმართ, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სხვ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე.   ამ მიზნით, 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.  შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი  საუწყებათაშორისო  საბჭოს  მუშაობაში,  რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას  უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ, 2018 წლის მარტში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული 432 შემთხვევა მოხდა. შსს აცხადებს, რომ მათგან 220 საქმე გახსნილია. აღნიშნული სტატისტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლს მოიცავს, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევები რაოდენობრივად 336-ით და პროცენტულად 50.93%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მარტში შსს-მ ოჯახში ძალადობის 96 შემთხვევის შესახებ დაიწყო გამოძიება და მათგან 62 საქმე გახსნა.

შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) – გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაარსება გაეროს რეფორმების პროგრამის ნაწილი იყო, რითიც რესურსები და მანდატები უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად გაერთიანდა.  გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:

  • სამთავრობათაშორისო უწყებებისთვის, მათ შორის ქალთა მდგომარეობის კომიტეტისთვის, პოლიტიკის, გლობალური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა;
  • წევრი სახელმწიფოების დახმარება აღნიშნული სტანდარტების განხორციელებაში, ასევე შესაფერისი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქმედითი პარტნიორობების ხელშეწყობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას ითხოვენ;
  • გაეროს სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის სფეროში საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მთელი სისტემის მასშტაბით მიღწეული წინსვლის რეგულარული მონიტორინგი.

ორი დღის წინ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა. მსოფლიოს ბევრი ქალაქის მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას თბილისიც შეუერთდება.

ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. სპეციალისტების თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში,  სამართალდამცავების მიმართ  ნდობა,  საკუთარი უფლებების კარგად ცოდნა და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება“  112 “– ში .

„112“– ერთიანი  საგანგებო ნომერი  24/7  საათის  განმავლობაში  სპეციალურად  დატრენინგებული  ოპერატორების  დახმარებით  პოლიცია  მოახდენს  დროულ  და ოპერატიულ  რეაგირებას  შესულ  ინფორმაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში არსებობს ხუთი თავშესაფარი, სადაც მათ შეუძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება ძალადობის გარეშე.

 

ფოტო აღებულია UN Women Georgia დავით თაბაგარი

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s