RSS

ოშო რაჯნიშის “ცარიელი ნავის” პრეზენტაცია

05 ნოე

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზემში ჩატარდა წიგნის ოშო რაჯნიშის “ცარიელი ნავის” პრეზენტაცია. წიგნი თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა, რედაქტორი მანანა ბალიაშვილი, გამომცემლობა “საქართველო აკადემიური გამომცემლობა.” წიგნის წარდგინებაზე ილაპარაკეს ოშოს მოღვაწეობაზე და მთარგმნელმა და ნანა შავდიამ წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს…

“ოშო რაჯნიშის “მდოგვის მარცვალი” გასული საუკუნის 90-იან წლებში მეგობრის რჩევით წავიკითხე. მერე იყო “ცარიელი ნავი”…
ვისხედით გაყინულ ოთახში პლედშემოხვეულები, ვისმენდით ჩვენთვის უცხო, საინტერესო და თავისუფალ აზრებს და უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ ოშო არაფრით გავდა იმას, რაც მანამდე წაგვეკითხა. ოშომ სრულიად შეცვალა ჩვენი საბჭოთა ადამიანის დაკომპლექსებული აზროვნება და, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი თავისუფალი – აზროვნებაში, ქცევაში, მოქმედებაში. წლების შემდეგ ვიფიქრე, რომ ოშო საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს სულიერი თვალსაწიერი გაიფართოვოს, ამიტომ “ცარიელი ნავის” ქართულად თარგმნა გადავწყვიტე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაგნო შავდიას და „საქართველოს აკადემიურ გამომცემლობას“, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ თარგმანის წიგნად გამოცემა,” – განაცხადა წიგნის მთარგმნელმა.

წიგნის შეძენა მსურველებს შეუძლიათ მაღაზია “ბიბლუსში”

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s