RSS

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სალონურ შეხვედრას „მოგზაურის დღიურებს“ უმასპინძლა

12 სექ

10 სექტემბერს,  ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სალონურ შეხვედრას „მოგზაურის დღიურებს“ უმასპინძლა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს და ამჯერად სალონის სტუმარი ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი ოლიკო ცისკარიშვილი იყო, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მთიანი რეგიონების პრობლემებზე, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და ა.შ.
ფოტოგრაფიით დაინტერესება ოლიკოს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. როგორც თავად აღნიშნავს, როცა ერთ-ერთი სტატიისთვის საშინელი კადრები მოუტანეს, კამერა აიღო და გადასაღებად წავიდა, წავიდა და სამუდამოდ „დარჩა“.
ფოტოგადაღებასთან ერთად მოგზაურობაც მისი საყვარელი საქმიანობაა. განსაკუთრებით მიიზიდა საქართველოს მთიანეთმა და, როგორც ჟურნალისტმა, სულ სხვა თვალით დაინახა ადგილობრივების პრობლემები. ოლიკო არა მარტო მოგზაური, არამედ მათი გულშემატკივარი გახდა.
შეხვედრაზე, ოლიკო ცისკარიშვილმა ისაუბრა თუ როგორ იქცა „შუამავლად მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალება მთის პრობლემების მოგვარება“.

სალონურ შეხვედრაზე, მან არა მარტო ისაუბრა მთაში მცხოვრებთა პრობლემებზე, არამედ ვიზულური ფოტომასალა წარმოუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

“დიდი მადლობა, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს, რომ დამდო პატივი, ჩემი ბავშობის უსაყვარლესი პოეტის, ტატოს, სახლში, ამდენი კეთილი ადამიანის მასპინძელი მეც ვყოფილიყავი, როგორც “მოგზაური”, – თქვა ოლიკო ცისკარიშვილმა.

ფოტო: მაია ჭილაია

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s