RSS

სასტუმრო „ძველ ბორჯომში“ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული

10 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

ბორჯომში, 1932 წლის შენობაში, რომელშიც ადრე ფაბრიკა ფუნქციონირებდა და პიონერებისთვის წითელ ყელსაბამებსა და ქუდებს კერავდნენ, უკვე სამი თვეა გაიხსნა სასტუმრო „ძველი ბორჯომი.“ საინტერესო ისტორიის შენობა სრულიად მიტოვებული, დანგრეული და გაპარტახებული შეიძინა დავით გელაშვილმა და ულამაზესი სასტუმრო „ძველი ბორჯომი“ გააკეთა, რომელიც 60 სტუმარზეა გათვლილი და „ბორჯომის პარკიდან“ დაახლოებით 1500 მეტრითაა დაშორებული.

„წელიწადნახევარი მიმდინარეობდა სამუშაოები და უკვე სამი თვეა, რაც ფუნქციონირება დავიწყეთ,“ – გვიყვება 55 წლის დავით გელაშვილი, რომელმაც ადრინდელი წვრილი ბიზნესები გაყიდა და დანაზოგით დანგრეული შენობა იყიდა, – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, პროექტი შევიტანე და გავიმარჯვე,“- გვიყვება დავით გელაშილი, რომელმაც ბორჯომში წმ. დავით აღმაშენებლის ეკლესიაც ააშენა 2007 წელს, ტაძარი პატრიარქმა 2009 წელს აკურთხა.

სასტუმროს მშვიდი გარემო და მომსახურე პერსონალი სტუმრებზე დადებით გავლენას ახდენს. სასტუმროდან კი უმშვენიერესი ნაძვნარის ხედი იშლება.

სასტუმროში დასაქმებულია დაახლოებით 12 ადგილობრივი, უგემრიელეს სამხარს, სადილს, ვახშამს კი ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ამზადებენ.

სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე, რომელიც ფაქტობრივად სარდაფია რესტორანია, სადაც სტუმრებს უგემრიელესი, ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდებიან. სასტუმროს უმშვენიერესი ეზო, საკონფერენციო დარბაზი და მინი ბარიც აქვს.

ტურისტები, რომლებიც ეკოტურიზმით ან სამკურნალო ტურიზმით არიან დაინტერესებულნი, ძალიან კარგი შანსი აქვთ “ძველ ბორჯომში” რომ სასიამოვნოდ დაისვენონ.

Advertisements
 

One response to “სასტუმრო „ძველ ბორჯომში“ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული

  1. Sophio

    11/09/2018 at 20:47

    გმადლობ ოლიკო…

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s