კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრმა პოლონელ, უკრაინელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად ქალაქ წახკაძორში გამართა კონფერენცია თემაზე: „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“. კონფერენციას, რომელიც დაფინანებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (2018 წლის) პოლონეთის დახმარების პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ესწრებიდენ ჟურნალისტები და ექსპერტები ოთხი ქვეყნიდან. კონფერენციის მონაწილეებმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თემატიკასა და წყაროებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.
კონფერენზიას ესწრებოდა პოლონეთის ელჩი სომხეთში, რომელმაც ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.კონფერენციის მიმდინაბისას აღმოჩნდა, რომ ოთხივე ქვეყანაში მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც ეხება დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას. სომხეთში – გლობალიზაციისა და რეგიონული კოოპერაციის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის სტეპან გრიგოლიანის თქმით, ამ დონის შეხვედრა პირველად იმართება სომხეთში, რაც ძალიან სასიხარულოა.
პროექტი „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“, რომლის ორგანიზატორები არიან პოლონური ფონდი „დემოკრატიული საზოგადოება – აღმოსავლეთი“, ხოლოპარტნიორები: სომხეთში – გლობალიზაციისა და რეგიონული კოოპერაციის ანალიტიკური ცენტრი (Analytical Centre on Globalisation and Regional Cooperation ACGRC); უკრაინაში – რეგიონული პრესის განვითარების ინსტიტუტი (Інститут розвитку регіональної преси ІРРП); საქართველოში – კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი (Caucasus Center for Journalists – CCFJ) კონფერენციის შემდეგ აგრძელებენ მუშაობას. ხვალ დამთავრდება სომხეთში ტრენინგი იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც კონფერენციაზე მიიღეს მონაწილეობა. ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს კი თვის ბოლომდე თავინთ ქვეყნებში ჩაუტარდებათ სამ-სამ დღიანი ტრენინგები, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას საკუთარ ქვეყნებში.