RSS
სურათი

ბავშვები, რომლებიც რეგიონს აცოცხლებენ

15 აგვისტო
ნინი ღაჟონია
დღეს, ინტერნეტკონფერენცია შედგა სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებსა და სოფელ ჩოლურის სკოლის მოსწავლეებს შორის. ინტერნეტკონფერენცია შედგა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირის და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრის ინიციატივით, პროექტს:“ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი”-ს ფარგლებში. მირანგულა მუკბანიანი, ზურაბ მუკბანიანი, ირაკლი ხაბულიანი, ნატალია მუკბანიანი, ნუცა მუკბანიანი – ეს იმ ბავშვების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სვანეთის განვითარებასა და იქ არსებულ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრობენ. სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 , მე-12 კლასის მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავლის თაობა” დაფინანსებითა და ხელშეწყობით რამდენიმე იდეა უკვე განახორციელეს.

“სკოლაში არ გვქონდა წყალი და ძალიან ვწვალობდით. ახლა სველი წერტილები მოვაწესრიგეთ და წყალიც შემოვიყვანეთ”, – გვიყვება მირანგულა მუკბანიანი. მოსწავლები სვანეთში ეკოტურიზმის განვითარებას ემხრობიან. მათ სხვადასხვა პროექტები უკვე განახორციელეს: დაამზადეს ბანერები ტურისტებისთვის, რათა ტაძრებამდე მისასვლელი გზა აეხსნათ. მირანგულა გვიყვება, რომ ერთ-ერთ ეკლესიასთან არ იყო განათებები და ნათურები დადგეს: “ახლა ტაძარი ყველა მხრიდან განათებული ჩანს”. მოსწავლეების მონდომებას სხვა სკოლებიც შეურთდნენ, რომელთაც დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს. თუკი დაფინანსების წყარო ისევ გამოჩნდება, სამომავლო გეგმებში სამედიცინო პუნქტი შედის. ამჯერად, 8 ძეგლის დასუფთავება შეძლეს და აბრებიც სწორედ ამ ძეგლებთან მისასვლელად გააკეთეს… მომავალში კი სხვა ციხე-კოშკებსაც მიხედავენ…
მოსწავლეები ლენტეხში არსებულ პრობლემებზე ყვებიან : “გარეთ ბევრი მაწანწალა ძაღლია, რომლებიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, კარგი იქნება თუ თავშესაფარი აშენდება” . მათი თქმით, მუნიციპალიტეტში არც სავაჭრო ცენტრია , სადაც ყველაფერი ერთ ლოკაციაზე განთავსდება. ჩოლურის თემში 17-ე სოფელი შედის, მირანგულა სვანური კოშკების გადახურვის პრობლემაზეც საუბრობს. ქვემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობები და ღირშესანიშნაობები გადაუხურავია. ჩოლურის სკოლის მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ მომავალში კვლავ შეძლებენ თავიანთი იდეების განხორციელებას და მხარდაჭერას ელიან.

უმეტესობა თვლის, რომ სხვებივით არ მიატოვებენ ქვემო სვანეთს და ამ კუთხის პოპულარიზაციისთვის და გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებენ…

ახალგაზრდები ნათლად ხედავენ ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და გამოსავლის გზებზეც საუბრობენ და იმედი აქვთ, რომ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს მიიყვანენ ბოლომდე.

“ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებას რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ,” – გვეუბნებიან იმედგაცრუებული მოსწავლეები, თუმცა ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ…

ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/08/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s