RSS

ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა

25 ივლ

23 ივლისის საღამოს, ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა. შედეგად, დროის მოკლე პერიოდში 5 მლრდ კუბ.მეტრი მოცულობის წყალი გამოთავისუფლდა და წალეკა ექვსი სოფელი. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი, დაკარგულია ასობით და საცხოვრებლის გარეშე დარჩა 6.600 ადამიანი. ჰესის მშენებელი კომპანიის სპიკერი აცხადებს, რომ რეზერვუარში წყლის მატება და კაშხლის გარღვევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების კაშხალი 410 მეგავატი სიმძლავრის ჰესის პროექტის ნაწილია (პროექტი მოიცავს კაშხლების კასკადის მშენებლობას ორ მდინარეზე). პროექტს ახორციელებს ლაოსის, ტაილანდისა და კორეის კომპანიების კონსორციუმი Xe Pian-Xe Namnoy Power Company (PNPC), რომელიც 2012 წელს შეიქმნა. კომპანია ექსპლუატაციას გაუწევს და მართავს პროექტს, კომერციული ოპერირების დაწყებიდან 27 წლის განმავლობაში.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულდა 2008 წელს. მშენებლობა დაიწყო 2013 წელს. კაშხალს უჭირავს 32-წლიანი იჯარით აღებული 238 ჰა ფართობის ტერიტორია. ჰესს ოპერირება უნდა დაეწყო 2019 წელს. წარმოებული ელექტროენერგიის 90% გათვლილია ტაილანდში ექსპორტზე, დანარჩენი კი მიეწოდება ადგილობრივ ქსელს.

გარემოსდამცველი ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობა არაერთი წელია წინააღმდეგობას უწევენ ჰესების მშენებლობას ლაოსში და ზოგადად, მდინარე მეკონგის აუზში გარემოზე ძლიერი უარყოფითი ზეგავლენისა და ადამიანთა იძულებითი გადასახლების გამო. ლაოსში ჰესების უმრავლესობა შენდება ელექტროენერგიის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტისთვის. დღეს ლაოსში ექსპლუტაციაშია 10 კაშხალი, 20-მდე – მშენებლობის ფაზაშია, ათობით ჰესი კი – დაგეგმვის ეტაპზეა.

წყარო: https://www.facebook.com/Attapeu-Today-222151394823436/?hc_ref=ARRD-TPHdIFWHDmmiGWtoTy5sfMr1gNhKCtRaDgetnaebE4bXWsylu0RQGfoqAnkeVk&fref=nf

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s