საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ქვემო სვანეთში, კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება, ჩვენი სტუმრობის დროს, ლენტეხელები, ცაგერში შემოსულ ტექნიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამდნენ და უკვე თბილისში ჩამოსულებმა გავიგეთ, რომ ლენტეხელებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, შიმშილობა დაუწყიათ.
როგორც დაგეგმილია ჰესი „ხელედურა 3“-ის მშენებლობის სამუშაოები უნდა აწარმოოს შპს „ხელედურა ენერჯიმ“ და ექსპლუატაციის პროექტი შეადგინა შპს „გამა კონსტალგინმა.“ მათივე მტკიცებით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მიხედვით, მდ. ხელედურაზე აშენდება „დამბა ერთი“, რომლიდანაც მდინარე გვირაბის საშუალებით, (გვირაბის სიგრძე იქნება 3236 მეტრი, სიგანე კი 4,85 სმ, სიმაღლე 4.25 მ.) შეუერთდება მდინარე დევაშს. პროექტის მიხედვით, ხელედურაზე ჩამომდინარე წყლის ნახევარი დარჩება და დანარჩენი გვირაბში გავა. გვირაბის გაყვანისას მოხდება აფეთქებითი სამუშაოებიც, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის სასმელი წყლის დაკარგვა, ასევე საცოხვრებელი სახლების დაზიანება, ქვათაცვენა და ა.შ.
მდინარე ხელედურა ისედაც ღვარცოფული ბინების მდინარეა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს-ხოლმე დასახლებულ პუნქტს. ღვარცოფული მოვლენის შედეგად 2005 წელს და 2011 წელს სერიოზული ზიანი მიაყენა სოფ.წინაშის, იფხალდის და ლესემის მოსახლეობის ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
დამბის ქვემოთ, სოფ. წნაშში, იფხალდში და ლესემაში მდინარეს უერთდება შენაკადები, ისინიც ღვარცოფული ბუნებით ხაისათდებიან და დიდი რაოდენობით ნატანი ჩამოაქვთ. ძირითადი გამწმენდი ხელედურაა. წყლის დონის დაკლების შემთხვევაში შენაკადები სერიოზულ საფრთხე შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის არეალში ექცევა შემდეგი სოფლები: იფხალდი, წანაში, ლესემა.
ხელედის თემში უკანასკნელი მონაცემებით, 1219 ადამიანი ცხოვრობს და ისინი ჰესის აშენების შემთხვევაში, ყველა რისკის ქვეშაა.
28.02.2018 წელს ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიასაც.
ხელედურა ჰესის პროექტი, ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე დევს და სახელმწიფო ენაზე სამწუხაროდ, მიუწვდომელია – http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Kheledula%201%20Hesi%20725%20geo.pdf
„მუნიციპალიტეტს ამ საკითხთან შეხება გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჰესის მშენებლობა მავნებელი იქნება, – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, – გაცნობილი ვარ ყველა საბუთს, დადებულია დასკვნა, რომ ჰესის მშენებლობა არაა მავნე. მოსახლეობის უმრაველსობას არ სურს ამ ჰესის მშენებლობა. სახელწიფომ უნდა დაგვარწმუნოს, და მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ეს ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა. უნდა დაასაბუთოს, თუ ეს მავნე იქნება მოსახლეობისთვის, სვანეთისთვის, ეკოლოგიურად არასწორად იქნება. ამ შემთხვევაში, ჰესი უნდა დაკონსერვდეს. მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფოს და თავად კომპანიას აქვს დადებული აქვთ დასკვნა, რომ ეს ჰესი არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას. ეს კომპანია თურქული კომპანიაა „ხელედურა 3“. 42 მბ უნდა ყოფილიყო და 49 -მდე სიმძლავრეზე ავიდა. ჩვენ გვინდა რომ უსაფრთხო იყოს ეს ჰესი, გვინდა რომ გვეცხოვრებოდეს და ეცხოვრებოდეს ჩვენს შვილებს. მისთვის გვინდა კანონიერი და დროული გადაწვეტილება. თუ უსაფრთოების პრობლემა გადაიჭრა სვანეთის მოსახლეობა მიესალმება მის აშენებას. ოღონდ ეს ჩამოყალიბებული უნდა იყოს ზუსტად და კითხვები არ იყოს, ეჭვები, რისკები თუ იქ პატარა კითხვის ნიშანი დაისვა ყველასთვის საეჭვო იქნება ეს თემა,“ – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი
ადგილობრივი მოსახლე, კი, რომელიც ჰესის აშენებას აპროტესტებს ამბობს: „500 მეტრში ვცხოვრობთ, სადაც ჰესი შენდება, პროექტი შემოგვაპარეს. საძრკველს გვინგრევენ… არსებობას უფლებას გვართმევენ, იმ ტერიტორიას, სადაც შევესისხლხორცეთ მამა-პაპისეულად. ამ მენტალობას იცავს, ხელედურას ჰესი არ აშენდება. თუ აშენდება ჩვენი გვამების მერე,“ – ამბობს ზაზა ლიპარტელიანი, -„სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ას მეტრში გვირაბი უნდა გავიდეს. მდინარე ხელედურა ასუფთავებს მთიდან ჩამონაკადებს, შლამებს. ხეობის გამწმენს ეს მდინარე წარმოადგენს. მდინარეს ცუდიც აქვს და კარგიც, მოსახლეობა ამას არ დათმობს. კომპანია „ხელედურა 3“ ვერ ააშენებს ამ ჰესს. მოსახლეობის დამოკიდებულება უარყოფითია. სახელმწიფო ორგანოებს 500 კომლის ხელმოწერა უდევს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და დღემდე პასუხგაუცემელია. ჩვენ გვაქვს გეოლოგიური დასკვნები, რომ ეს ადგილი სტრატეგიული ადგილებია. ესა რისკის ზონა, – ასე წერია დასკვნებში. ესენი კიდე შემოდიან და ისედაც სტიქიის ზონაში, ჰესის მშენებლობას აპირებენ,“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზეა ადგილობრივებთან ერთად.
ხელედურა ჰესის მშენებლობა, ლენტეხის შესასვლელიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში იგეგმება. ლენტეხის შესასვლელში შევხვდით ჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციის სხვა მონაწილეებსაც.
„ჩვენ, აქ ვცხოვრობთ ჩვენ ვიცით მდინარის ხასიათი, არ შეიძლება ჰესის მშენებლობა. იქ მეწყერსაშიში ზონებია. იქ არ შეიძლება ჰესის აშენება,“ – ამბობს რაჯილ მადლიანი 38 წლის, – „ჩვენთვის ჰესის აშენება ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.“
„ვინც ამ სანაპიროზე ხელედურას სანაპიროზე ვცხოვრობთ, აქ საცხოვრებლად უვარგისი იქნება. ეს არის ძალიან ვიწრო ხეობა. მოსახლეობა მდინარიდან რაღაც მეტრობითაა დაშორებული ნაპირიდან. წლების მერე სვანეთი დაიხურება, რატომ უნდათ რომ დაიცალოს სვანეთი. თუ აქ ჰესი აშენდება ჩვენ იძლებულები ვიქნებით, რომ აქედან წავიდეთ.“ – ამბობს კიდევ ერთი ხანდაზმული ქვმო სვანეთის მოსახლე.
ადგილობრივები იმაზეც საუბრობენ, რომ მდგომარეობა ზამთარში უფრო დამძიმდება, რადგან პატარა ექოც კი ზვავებს წარმოშობს და ხეობაში ჰესის მუშაობა კარგს არაფერს მოიტანს.
სტატია მომზადდა: საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრის პროექტ:“ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი”.