RSS

პირველი სკოლა საქართველოში, რომელსაც საკუთარი სახელობის მწვერვალი აქვს!

28 ივნ

მასწავლებლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ, პროექტ “Buckswood EduCamping”-ის ფარგლებში 9 ბაქსვუდელი და ბარისახოს საჯარო სკოლის 2 მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, 24 ივნისს პირველად გაემგზავრა მწვერვალის”დასალაშქრად, რომელიც ზღვის დონიდან 3365 მეტრზე, კავკასიონზე, როშკისა და არხოტის გამყოფ ქედზე მდებარეობს. ბაქსვუდი – ასე ეწოდება ამიერიდან მწვერვალს, რომელსაც მანამდე სახელი არ ქონდა. “მწვერვალი მდებარეობს კავკსიონის წყალგამყოფ ქედზე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნუილი პარკის ტერიტორიაზე. აქამდე ამ მწვერვალს სახელი არ ქონდა შერქმეული, მოხდა მწვერვალის სახელის მინიჭების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვა, აგრეთვე დუშეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტის ბაბუა ალუდაურის დახმარებით, პროექტის ავტორის და ჯგუფის ლიდერის, ბაქსვუდის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლიზი გადრანის ინიციატივიოთ მოხდა პირველად საქართველოში მწვერვალისთვის სახელის მინიჭება, ეს სახელი არის მწვერვალი ბაქსვუდი (“Buckswoo)” – ამბობს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

პროექტის მიზანი ველზე სწავლების პროცესის დანერგვა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლდათ, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები შეისწავლიდნენ ალპინისტური მარშრუტის დაგეგმვასა და განხორცილებას, კარვის აწყობას, ტოპოგრაფიული რუკების კითხვას, GPS-ის, ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებას და სხვა მრავალ საინტერესო და ლაშქრობისათვის საჭირო უნარს შეიძენდნენ.
პროექტის ავტორის და ჯგუფის ლიდერის, ბაქსვუდის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლიზი გადრანის ორგანიზებით, სასწავლო ექსპედიციებს მწვერვალ “ბაქსვუდის” მიმართულებით სისტემატიური სახე მიეცემა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 28/06/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s