RSS

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

28 მაისი

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელად საჭიროა თითოეული ადამიანის ჩართულობა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, უთხარი არა ერთჯეარად წყლის ბოთლებსა და ჭურჭელს, პოლიეთილენის პარკებს, საწრუპებს, ერთჯერად კონტეინერებსა და შეფუთვას, სამაგიეროდ უთხარი კი მდგრად ალტერნატივებს, როგორიცაა მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და კონტეინერები, ნაჭრის ჩანთები, მეტალის საწრუპები თუ სხვ. ცხადია, რომ ერთჯერადი გამოყენების ნივთები მსოფლიოზე კატასტროფულ ზეგავლენას ახდენენ.

სწორედ ამ დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი CENN-ის პროგრამა WMTR II-სთან ერთად, რომელსაც მხარს უჭერს USAID, გიწვევთ ღონისძიებაზე – მოდი ერთად დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება!
#უთხარიპლასტმასსარა #BeatPlasticPollution

ღონისძიებაზე შეგიძლია:
• მოიტანო და განათავსო შენი და შენი მეგობრების მიერ შეგროვებული პლასტმასის პეტ ბოთლები, ბოტანიკურ ბაღში არსებულ სპეციალურ პლასტმასის ურნაში. ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული პლასტმასის ბოთლები შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეცემა შემდგომი გადამუშავების მზინით
• გაეცნო ნარჩენების მართვის შესაძლებლობებს თბილისში
• მონაწილეობა მიიღო ვიქტორინასა და სხვადასხვა სახალისო თამაშებში და მოიგო პრიზები
• დაესწრო მატილდა მურატის ვორქშოფს თემაზე როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ნარჩენები ხელმეორედ.

პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. ამასთანავე, აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის – ცნობიერების ამაღლება დანაგვიანებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, გადამუშავების ხელშეწყობა, პლასტმასის წარმოებისა და მოხმარების შემცირება.

შემოუერთდი მსოფლიო კამპანიას #BeatPlasticPollution, მოდი, გადაიღე სელფი, გაავრცელე შენი მწვანე არჩევანი და წაახალისე შენი მეგობრები.

გელოდებით, ერთად დავიცვათ ჩვენი გარემო დაბინძურებისგან!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, გადასახდელი იქნება მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში შემოსასვლელი ბილეთის საფასური (ზრდასრული – 2 ლარი, სტუდენტი – 1 ლარი, სკოლის მოსწავლე – 0.5 ლარი)

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s