CENN, ახალი ტექნოლოგიების ცენტრთან ერთად, აგრძელებს ტრენინგების ციკლს სკოლის მოსწავლეებისათვის „მწვანე სპეციალისტი – სწორად შერჩეული პროფესია“.
ტრენინგები უკვე ჩატარდა გორში, ახალციხესა და თელავში. ციკლი სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა ეკოჰაბსდაფარავს.
“მწვანე მენტორები”, ინტერაქციული გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებსაწვდიან ინფორმაციას მწვანე მშენებლობის მეთოდოლოგიისა დამშენებლობისათვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრინციპების შესახებ. ახალგაზრდები ასევე ეცნობიან „მწვანე პროფესიების“ ზოგად მნიშვნელობას დაამ პროფესიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ინიციატივაში საკონკურსო კომპონენტიცაა ინტეგრირებული. გადამზადებულიმოსწავლეები, მენტორების დახმარებით, ამზადებენ ვიდეოებს მათთვისსაინტერესო „მწვანე პროფესიების“ შესახებ და ტვირთავენ სოციალურ გვერდზე– https://www.facebook.com/PEGBS/. ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეოსავტორი ციფრული ტექნიკით დაჯილდოვდება.
ეკოჰაბების შექმნისა და მხარდაჭერის ინიციატივა ხორციელდება ტყისმდგრადი მართვა საქართველოში – ფაზა II–ის ფარგლებში, ავსტრიისთანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
მწვანე მშენებლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ახალიტექნოლოგიების ცენტრის ვებ-გვერდს: