RSS

ტყის ჭრაზე სანქციები აუცილებელია

20 მაისი

ნინო ალბუთაშვილი

„გლობალ ფორესტ ვოჩი“, საქართველოში, ტყეებში არსებულ მდგომარეობას 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი. არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა ამ კუთხით თბილისში. დედაქალაქში ხე-ტყის ჭრა ძირითადად,  ეკონომიკური განვითარების ხარჯზე ხდება. გასულ წელს საზოგადოების საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ყაზბეგის გამზირზე სახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ხეების ჩეხვის ფაქტი. შპს „ორბი ჯგუფი  თბილის“-ის მიერ გაიჩეხა 44 ჯანმრთელი ხე.  არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI- შეისწავლა ხეების ჭრის სტატისტიკა და ეკონომიკურ მოგებასთან მისი კავშირი. მათ  მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი.  2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ 583 ნებართვა გაიცა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.  სწორედ, ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭება.

„სამწუხაროდ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების ასლებიდან, ხშირ შემთხვევაში, არ ირკვევა, თუ რა მიზნით ითხოვდა განმცხადებელი ხის მოჭრის ნებართვას. შესაბამისად, IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის შესწავლით სრულყოფილად ვერ იქნა გამოვლენილი, თუ რამდენი ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობის მიზნით,“ – ნათქვამია IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ხე-ტყის ჭრა დაფიქსირდა 2018 წლის 20 მარტს,  ლისის ტბის დასაწყისში, მუხათწყაროსკენ მიმავალ გზაზე. მომხდარი ფაქტი  სოციალური ქსელის მეშვეობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.  რასაც მალევე მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება.  პირდაპირი ჩართვის დროს, კარგად ჩანდა დიდ ფართობზე გაჩეხილი ჯანმრთელი ხეები,  რომელიც  ხაბეიშვილის თქმით, სულ ახალი ნამოქმედარი იყო, რადგან ხეებს, ჯერ კიდევ, შერჩენოდა სისველე. გაირკვა, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემია“-ს მიერ, მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 – ფიჭვის სახეობის, 6 – თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე.  “სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა გიორგი შარკოვმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: „მოკვლევის შედეგად, აღნიშნული ხაზი კვეთს მცხეთა-მთიანეთის ზონას, არის სახელმწიფო ტყის ფონდში და ასევე, გადის თბილისის მერიის ტერიტორიაზე. ჩვენს კონტრაქტორს თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვით განსაზღვრული ტყის ჭრები დავავალეთ. სამწუხაროდ, ჩვენმა კონტრაქტორმა ეს ჭრები, რატომღაც მცხეთის ტერიტორიაზე განახორციელა. შესაბამისად, საქმე გვაქვს უნებართვო ჭრასთან და შესაბამისმა ზედამხედველობითმა სამსახურმა განახორციელა სათანადო ღონისძიებები.“

2018 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ, ტყით სარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც უკანონო ჭრების მიმართ ღონისძიებები გამკაცრდა. ამის მიუხედავად აპრილის თვის მონაცემები, მაინც საგანგაშოდ გამოიყურება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის  ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, კარლო ამირგულაშვილი გვესაუბრა – „გარკვეულწილად, სანქციები გამკაცრდა, თუმცა მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს საკითხს, რადგან პრობლემები კომპლექსურია, ამიტომ საჭიროა, რომ სოციალური ჭრის ფორმატში რაშიც ვიმყოფებით, გადავიდეთ ეტაპობრივ მეურნეობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობას აქვს მაღალი დამოკიდებულება საშენ მერქანზე და ამას ჭირდება კომპლექსური მიდგომები. ამისთვის, ცოტა ხანში  პარლამენტში შევა ახალი ტყის კოდექსი. სანქციების გამკაცრება არის ერთი საკითხი, თუმცა თუ არ გადავედით მეტყევეობაზე, სადაც მოსახლეობას ექნება ლეგალური საშუალება, რომ წვდომა ქონდეს სამშენებლო მერქანზე, ეს პრობლემა ასე ვერ გადაიჭრება. თუმცა სანქციები რომ გამკაცრდა კარგია და კიდევ უნდა გამკაცრდეს მათთვის ვისთვისაც ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობა. მათთვის, ვისთვისაც ტყის ჭრა გახდა კომერციალიზაციის საშუალება და გარკვეული ინტერესების საფუძველი, უდაოდ უნდა დაისაჯოს. ამის პარალელურად, ჩნდება იმის საშუალება, რომ კერძო პირებს მერქანზე ხელი მიუწვდებოდეთ ლეგალურად,“ – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s