RSS

ხანძრები, ძირითადად, ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებების ბრალია

01 მაისი

ნინო ალბუთაშვილი

ბორჯომში, საკირის ტყეში,  კერძოდ, „ხრამითხევში“, 30 აპრილს, საღამოს ექვს საათზე, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო გუნდი. ცეცხლის ლოკალიზება, თავდაპირველად, გართულდა, რადგან ადგილი – მიუვალია, რასაც ქვის ცვენაც ერთვოდა. ტელევიზია – „ბორჯომის“ ჟურნალისტი – ნინო ვართაპეტიანის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურმა გაავრცელა ინფორმცია, რომ ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის ადგილას ჟურნალისტებს არ უშვებენ, მათივე უსაფრთხების მიზნით. ამჟამად, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. ტყეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა –  შერეულია. ხანძარმა გაანადგურა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი – ხე-ტყე. პროცესში რეგიონის სამართველო სამსახურია ჩართული, თბილისიდან ჩასულია 25 კაციანი ჯგუფი, შესაძლოა შემდგომ ადამიანური რესურსი დაიმატონ, მათი თქმით ტექნიკის ჩართვა აუცილებელი არ გახდა, ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება ლოკალიზება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 30-მდე ხანძარი დაფიქსირდა. ხანძრის გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება გახდეს – ბუნებრივი და ანთროპოლოგიური მიზეზები. ანთროპოლოგიურია  – ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება. მაგ. დაგდებული სიგარეტის ნამწვი, რაც ზაფხულში განსაკუთრებით საშიშია; ბოლომდე ჩაუმქვრალი კოცონი, რომელიც ქარის გაძლიერების შემთხვევაში შეიძლება დიდ ფართობზე გავრცელდეს, ამისთვის სულ მცირე კერაც კი საკმარისია.

„ტყეში რჩება დიდი რაოდენობით მოჭრილი ხეები, წლების განმავლობაში, მოსახლეობის მიერ დატოვებული,  გამომშრალი ხის მასა,  რაც რა თქმა უნდა, ხანძარსაშიშროებას ზრდის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, არის ცნობიერების ამაღლება, კარგი ამინდების დადგომასთან ერთად, მოსახლეობამ მიმართა ტყეებს სხვადასხვა მიზნებისთვის, ჭრების, მერქნული ან არამერქნული შეგროვებისთვის, ტყეში უკვე შევიდა ხალხი. ეს სწორედ, ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია. მოსახლეობა არ იჩენს არანაირ სიფრთხილეს, ეს ჩვენი ცნობიერების პრობლემაა.  ტყეშიც არ არის საჭირო  ინფრასტრუქტურა, შესაბამისად არ ვიცით სად შეიძლება ცეცხლი დავანთოთ, ასევე ხდება ტყის დანაგვიანება რამაც შესაძლებელია ხანძარს ხელი შეუწყოს,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.

ბუნებრივი მიზეზებია – მეხის დაცემა, გვალვა, რაც ძალიან ხშირია ზაფხულის პერიოდში ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს. ტყეებში, სადაც ბევრი ნორჩი ხეა, ტყეებში, სადაც ხმელი და ასაკოვანი ხეებია, მეხის დაცემით ხანძრის გაჩენის ალბათობა დიდია. ცეცხლის გავრცელებას საგრძნობლად უწყობს ხელს ქარი, ხოლო ლიკვიდაციის ხელისშემშლელი ფაქტორია მიუვალი და მეჩხერი ადგილები, სადაც შეუძლებელია ტექნიკის მიყვანა და მხოლოდ ადამიანური რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი, უკიდურეს შემთხვევაში – ვერტმფრენი.

„ტყეების მდგომარეობა არ არის სახარბიელო, არის საკმაოდ დიდი რაოდენობის მკვდარი ბიო მასა, თუმცა ეს გაზაფხულზე ნაკლებად ჩანს, რადგან ცოცხალი ბალახოვანი მასა იზრდება, ტენიანობაც მაღალია და ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი უნდა არსებობდეს, ხანძრის გავრცელებისთვის. პრობლემა ძალიან ბევრია და ფაქტია, რომ ჩვენ უკვე აპრილის ბოლოდან, მაისში დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს უნდა იყოს ნიშანი ხელისუფლებისთვის და მოსახლეობისთვის, რომ შესაძლოა საფრთხეებმა მოიმატოს ზაფხულის თვეებში. იმედია მომავალში არ განმეორდება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ ეყოს რესურსი მხოლოდ თავისი ძალებით გაუწიოს ხანძარს  წინააღმდეგობა,“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

ხანძრები,  მწვანე საფარის განადგურების ერთ-ერთი სერიოზული პრობლებაა,  ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში, 300-მდე ხანძარი დაფიქსირდა. ამ კუთხით 2017 წელი, გამორჩეულად საგანგაშო იყო,  გასულ წელს,  სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში დაფიქსირებულმა ხანძრებმა, საერთო ჯანმში 1299,9 ჰა-ს მიაღწია. 2017 წელს დიდი ხანძრების პერიოდად მოიხსენიებენ, აგვისტოს  თვის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ხანძარი დაფიქსირდა:  კახეთი – 217,14 , მცხეთა მთიანეთი – 14, ქვემო ქართლი – 17,48, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 0,8 , შიდა ქართლი –  25,265, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1,1, გურია – 1, იმერეთი  – 12,81. სამცხე-ჯავახეთი 1010.

მათ შორის, კი ყველაზე ძლიერი 20 აგვისტოს  ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. შედეგად განადგურდა 100 ჰა-ზე მეტი.  ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლამდე, აღნიშნული ადგილი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალით გამოირჩეოდა. ტერიტორიაზე ძირითადად ნაძვნარ-სოჭნარი კორომები იყო რომელთაც ფიჭვი, რიცხილა, წიფელი, ნეკერჩხალისა და მუხის რამოდენიმე სახეობა ერეოდა. ხანძრის შედეგად, დიდი ზიანი ადგებათ ცხოველებს, კარგ შემთხვევაში ხდება მათი მიგრაცია, თუ მოასწრეს გარბიან ხანძრის საწინააღმდეგოდ, თუმცა ხდება, რომ ისინი ვერ ასწრებენ თავის შველას, ასე მოხდა 2008 წლის შემთხევაშიც. ზარალის დამდგენი კომისიის აღწერის მიხედვით, ხანძარს ემსხვერპლა 7 შველი და ერთი მურა დათვი. დამწვარი ტყეების ბოტანიკურ-ეკოლოგიური და ზოოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, მსხვილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დროულად დატოვა კატასტროფის ადგილი, თუმცა მათი ჰაბიტატები მთლიანად განადგურდა.

„ხანძრის შემდგომ აღდგენა, დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევაზე და ეკოსისტემის სიჯანსაღეზე, მაგალითად გასულ წელს ჩვენ გვქონდა ხანძარი აბასთუმანში, იქ შედარებით ჯანსაღია ეკოსისტემა და ჩარევა არ არის საჭირო, რადგან ტყეს აქვს იმის უნარი, რომ თავი აღიდგინოს. რაც შეეხება ბორჯომს, აქ არის ადგილები, სადაც შესაძლოა ტყე აღდგეს, თუმცა არის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს ხელოვნური ჩარევა. ასევე იმდენად მძიმე პროცესებია დაწყებული, რომ  ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მარტო ტყის აღდგენაზე, არამედ ბუნებრივი კატასტროფების მართვაზე. როგორიცაა: მეწყრული, ღვარცოფული, ეროზიული პროცესები. რამაც შესაძლოა მოსახლეობას შეუქმნას მომავალში საფრთხე. პირველ რიგში, აუცილებელია შევინარჩუნოთ ნიადაგები, თავიდან ავიცილოთ ეროზიული პრობლემები და შემდეგ უკვე ვიფიქროთ ტყის გაშენებაზე. სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება მუშაობა სატყეო სააგენტოში,“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

ხე-ტყის აღდგენის მიზნით, 2008 წლის შემდგომ შეიქმნა ფონდი, „აღადგინე“, რომელიც აქტიურად ცდილობდა განადგურებული მასების აღდგენას. განმეორებითი ხანძრის შემდგომ, მათი განცხადებით, მომავალში კვლავ განაგრძობენ თავის საქმიანობას. „აღადგინეს“ აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ ზამთარაძემ განცხადა, რომ  –  „როდესაც სატყეო სააგენტო დარგვითი სამუშაოების ჩატარების უფლებას გასცემს, სექტემბერში შეგროვილი თანხით ვაპირებთ სამომავლოდ დარგვითი ღონისძიებების ჩატარებას, რაშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ჯერჯერობით, ვართ ნერგების შეგროვების პროცესში, დაახლოებით დაირგება მინიმუმ 50 000-მდე ნერგი.“

ხანძრის შემდგომ, ტყის რეგენერაციას, დაახლოებით  50-100 წელი მაინც სჭირდება, სანამ ხელოვნურად დარგული  ხე-მცენარეები ბუნებრივად მოახდენენ გამრავლებას. ამისთვის საჭიროა, საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა აღდგენით პროცესებში.

რა უნდა გაკეთდეს მომავალში, იმისათვის რომ ნაწილობრივ მაინც მოხდეს მასშტაბული ხანძრების თავიდან აცილება, ამაზე რეზო გეთიაშვილი გვესაუბრა: –  „უნდა გამოვყოთ  ხანძარსაწინააღმდეგო  ზონები, როგოც სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილი. როდესაც ხორციელდება გეგმიური ტყით სარგებლობა, მაშინ ტყეების მართვა გულისხმობს უკვე არაერთი ღონისძიების გატარებას. რომელმაც ერთი მხრივ, უნდა შეამციროს ხანძრის რისკი და მეორე მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ხანძარზე რეაგირებას. თუ ტყეში გაჩნდა ხანძარი, წინასწარ იქ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა ისე მოსწყობილი, მაგალითად მისასვლელი გზები, ბილიკები, რითიც დროულად შეძლებენ მოსახლეობის ევაკუაციას და ხანძრის ჩაქრობას.“

ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s