RSS

სვერის კარსტულ მღვიმეში დედამიწის დღე აღინიშნა

23 აპრილი

 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, მდებარე კოტიასკლდის მღვიმეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეობდენ ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წევრები. პირველად მოხდა კარსტულ მღვიმეში შშმ პირების გადაადგილება, კარსტულ მღვიმეში მეგზურობა გაუწია გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, მან ვიზიტორებს ესაუბრა კარსტული მღვიმის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე განიხილეს ადაპტირებული ტურისტული მარშრუტების აუცილებლობა შშმ პირების ჩართულობით.

მონაწილეები აგრეთვე ჩაერთვენ საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც “მო(ა)ხვიე ხელი(თ)” ჰქვია და სპეციალურად შშმ პირებისათვის მოეწყო, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხარშა ხინკალი, ერთ-ერთმა შშმ პირმა გამოაცხო კუბდარი, ყველა მონაწილე შშმ პირმა დარგო ფიჭვის ნერგი მღვიმის მიმდებარე ტყის მახლობლად, ცხენით გაისეირეს, მიზანში ტირის თოფით სროლაშიც შეეჯიბრნენ ერთმანეთს. აქციის “აღმოაჩინე ჭიათურის” მიზანია საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაცია. ღონისძიების ორგანიზატორი ზურაბ მაჩიტიძე აცხადებს, რომ ღონისძიებას მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა და შშმ პირების მიერ მოხდება სხვა საინტერესო ტურისტული ობიექტების მონახულებაც. ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წარმომადგენელის გიგო ასანიძის თქმით, ,,დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში ( 20 კმ ცენტრიდან) გაიმართა დაუვიწყარი, ნამდვილად უპრეცენდენტო, დღესასწაული. ამ უნიკალურ ადგილზე მოინახულეს კარსტული მღვიმე, სადაც მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩასვლა „გვირაბში“ (ერთი საათი ვიმყოფებოდით. მინიმუმ ასეა რეკომენდირებული, აქვს სამკურნალო დანიშნულება). ასევე მოხდა ნერგების დარგვა, ცხენებით სეირნობა, გვიმასპინძლეს შესანიშნავად. საკმაოდ ორიგინალური, თბილი ატმოსფერო იყო. ძალიან კარგი შეხვედრა მოგვიწყვეს. მოწვეული იყვნენ სტუმრები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, აგრეთვე სტუდენტები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“. კოტიასკლდეში მასშტაბური ღონისძიება 2016 წელსაც გაიმართა, ჭიათურელი ბიზნესმენის თეიმურაზ გაფრინდაშვილის ფინანსური მხარდაჭერით, წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების,“ წარდგინება მოხდა. კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული, საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s