RSS

დედამიწის დღე

22 აპრილი

მარიამ ქავთარაძე

დედამიწის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად 2010 წლიდან აღინიშნება. 2017 წელს ღონისძიების თემა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა იყო. დედამიწის დღეს, საქართველო, რამდენიმე წლის წინ შეურთდა, 1990 წლიდან მასობრივად აღინიშნება. წელსაც მასობრივი დასუფთავების აქციით და ხეების დარგვით აღინიშნა.

დღეს, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება თბილისში ლისის ტბაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობენ,  ასევე სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და მოხალისეებმა. მათ ლისის ტბის ტერიტორია მთლიანად დაასუფთავეს.

მასობრივი დასუფთავების აქცია აჭარაშიც ჩატარდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა 60 სოფლის ცენტრი დაასუფთავეს.

მასობრივი დასუფთავების აქციას საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.

დედამიწის დღეს, უწყებების ნაწილმა გადაწყვიტა არ შეუერთდეს მასობრივი დასუფთავების აქციას, სამაგიეროდ, მათ გარემოზე იზრუნეს და ხეები დაარგეს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეები დარგეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, პატიმრებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე ყვავილები და ხეები დარგეს.

თბილისის მერი კახა კალაძე, შვილთან ერთად და  საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ავლაბარში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, დასუფთავების აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ს საელჩო იყო.

თბილისის საკრებულოს წევრებმა კი დედამიწის დღის აღსანიშნავად ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას განცხადებით, უკვე ბევრი ათწლეულია 22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.

„ამჯერად, საერთაშორისო გარემოსადაცვითმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ ამ დღეს პლასტიკისგან თავისუფალი პერიოდი უნდა დავიწყოთ და მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი ადგილები უნდა გვქონდეს. თბილისის საკრებულოს შვილობილი აღმოჩნდა ვერის ბაღი, რომელიც უნდა ვიშვილოთ და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც მოვუაროთ“, – აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

დასუფთავების აქცია ლისისი ტბაზე, სტუდენტების გარდა,  თბილისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

„გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, „დედამიწის დღე“ ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით, მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

„დღეს, მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი „დედამიწის დღედ“ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა. შემთხვევამ ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. სენატორ გეილორდ ნელსონის მოწოდებით დედამიწის დასაცავად 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა. მას შემდეგ ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებაში 195-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s