ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიზნად ისახავს საქართველოსმთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებაში რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
G4G აცხადებს მულტიმედია კონკურსს „რეფორმა პრიზმაში.“ კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის და მონაწილეობის გაზრდა რეფორმების პროცესშისოციალური მედიის საშუალებით.
კონკურსი მოიცავს ორ ნომინაციას: ფოტო და ვიდეო. ნამუშევრები უნდა ასახავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს, რეფორმებს ან პრობლემებს:
- ენერგეტიკა;
- ინოვაციები და სტარტაპები;
- მშენებლობა;
- საპენსიო სისტემა;
- წყლის რესურსების მართვა.
კონკურსი G4G-ის Facebook გვერდის საშუალებით გაიმართება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული – ერთი ფოტო და ერთი ვიდეო – Facebook-ისმოწონებათა რაოდენობით, ხოლო ერთი ფოტო და ერთი ვიდეო – ჟიურის მიერ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს 18 წლის ზევით.
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
- ფოტო უნდა იყოს ორიგინალი, საავტორო უფლებით, ზომები: 300 dpi და მინიმუმ 3500 mg pixel.
გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.
USAID G4G გამარჯვებულ მონაწილეებს დაუფინანსებს სწავლას ან სტაჟირებას მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფოტო და ვიდეო ხელოვნების სფეროებში, მათი არჩევანის მიხედვით USAID G4G-ში ან ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორიცაა, GIPA, GEPRA, GAU, PR აკადემია და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გვეწვიეთ G4G-ის ოფისში ღია კარის დღეზე 30 აპრილს 14-დან 18 სთ-მდე ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადი კონკურსში მონაწილეობისშესახებ: https://docs.google.com/forms/d/1iGx9DtOqwrv6o-LQUVEVUPxjTYyF9M65wsyvKoihEdI/edit
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. მათ, ვინც განაცხადს ადგილზე შეავსებს G4G-ის წარმომადგენლები მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას მათ მიერ შერჩეულსფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა – 31 მაისი, 2018 წ. ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ ამ მისამართზე: iiremashvili@g4g.ge; sgengiuri@g4g.ge