RSS

ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – აღმოაჩინე საქართველო

11 მარ

ორიოდე დღის წინ, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური გაიმართა. ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ხორციელდება პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.  ნახევარფინალში მონაწილეობდნენ: კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს:

„გავიარეთ 10 ტურისტული მარშრუტი, დავწერეთ ათი საავტორო სტატია, ჩავატარეთ 150-მდე გარემოსდაცვითი აქტივობა, ვითანამშრომლეთ სკოლებს შორის, გვქონდა მასშტაბური დასუფთავებისა და გამწვანების აქციები,“ – გვიყვება მარადისის სკოლის მოსწავლე თენგო შაინიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამგვარი პროექტები ახალგაზრდობას უბიძგებს უფრო მეტად იფიქრონ გარემოს დაცვაზე. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაფინანსებები მოიპოვეს და თავიანთი სკოლის ბიბლიოთეკები მოაწყვეს, შეიძინეს წიგნები და ახლა სკოლის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ ბიბლიოთეკებით სარგებლობა და მათთვის საინტერესო წიგნების კითხვა.

ღონისძიებაზე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა კონკურსანტებს სხვადასხვა პრიზები გადასცეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონკურსის მონაწილე კაზრეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა სიმბოლურად დაასაჩუქრა: „ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული ამ ღონისძიებაში და გადავწყიტეთ ჩვენი მონაწილეები დაგვეჯილდოვებინა. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რადგან ეს საკითხები ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებს ეხება“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გამარჯვებული 5 საუკეთესო ჯგუფიდან ერთ-ერთ სკოლას  უმასპინძლებს, დეტალურად გაააცნობს, როგორ ხდება ადგილობრივი საქმის წარმოება და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობა.

ჟიურიმ ნახევარფინალისტებიდან გამოვლინა 6 ფინალისტი. აღსანიშნავია, რომ უნდა გამოვლენილიყო 5 ფინალისტი, თუმცა ქულების თანაფარდობის გამო ფინალში 6 ჯგუფი გავიდა. სოფო ალთუნაშვილმა გაეროს სურსათისა  და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენელმა განაცხადა,რომ  „ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ჩაერთო ამ კონკურსში. შთამბეჭდავი იყო და ძალიან გახარებული  ვარ დღევანდელი დღით. კონკურსანტების დადებულმა შედეგებმა კი მოლოდინს გადააჭარბა. პრეზენტაციები კრეატიული და საინტერესო იყო, სწორედ ამიტომ ჯგუფებს შორის ქულები მინიმალური სხვაობით დავწერეთ. გამიჭირდება ფავორიტი სკოლის გამორჩევა,“ – ამბობს სოფო ალთუნაშვილი.

ნახევარფინალურ ტურში 18 საუკეთესო სკოლიდან 6 ფინალისტი გამოვლინდა: მარადისის მეორე საჯარო სკოლა, რცხმელურის სკოლა (ქვემო სვანეთი), მესამე და მეოთხე ადგილებზე ერთნაირი ქულებით გავიდა თელავის მეორე სკოლა და ქვემო ქართლის კასრულოს სკოლა, კაჭრეთის სკოლა და ბოლო სკოლა , რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ეს გახლდათ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლა.

„კონკურსანტებმა შეძლეს საზოგადოების დაინტერესება პრობლემებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. გარდა ამისა, გვყავს უდიები კახეთიდან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოვიცავთ მთლიან საქართველოს. მიზანი, პირველ რიგში, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაა ახალგაზრდებში. ეს ბავშვები წინა  თაობის კარგი მაგალითია,“ – გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის ერთ-ერთმა  წარმომადგენელი, ლევან სებისკვერაძე.

ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალი 21 მარტს  ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართება, სადაც  3 საუკეთესო გუნდი დასახელდება. დასკვნით ეტაპზე წარმოდგენილი იქნებიან სამეგრელოს, აჭარის, გურიის სკოლები. ფინალში მონაწილეობას მიიღებს 29 სკოლა. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებული გუნდი  რამდენიმე კვირით მასწავლებლებთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური სასკოლო პრემია 2015 წელს დაფუძნდა. 4 წლის განმავლობაში კონკურში ათასამდე სკოლა და ასზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა. კონკურსი მოიცავდა გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელებას, სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს კვლევასა და განვითარების პროგრამების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ.

ნინი ღაჟონია

ნინო ალბუთაშვილი

თათუკა ბებია

ფოტო: ნინო ალბუთაშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s