CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ერთ-ერთი იშვიათი სახეობის – ბექობისარწივის (Aquila heliaca) კონსერვაციისათვის!
კონკურსის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იშვიათი სახეობებისდაცვის მნიშვნელობაზე და ბექობის არწივის კონსერვაციასთან დაკავშირებულსაკითხებზე.
კონკურსის თემა: ბექობის არწივი აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებზებინადრობს. ფრინველი IUCN-ის საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა ნუსხაშიაშესული, როგორც მოწყვლადი სახეობა. პოპულაციის რაოდენობა თანდათანიკლებს. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მობუდარი ბექობის არწივის რიცხვი55-დან 10 წყვილამდე შემცირდა.
კლების მიზეზებია: ადამიანების მიერ ბუდობის დროს ფრინველების შეწუხება, საბუდარი ხეების და ელექტროგადამცემი ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხებისადა მართვეების ამოყვანა, ელექტროდენის დარტყმის შედეგად სიკვდილი, ქარისან თოვლის შედეგად ბუდის ჩამონგრევა და მათი საარსებო გარემოსა და საკვებისდეგრადაცია.
ბექობის არწივი 2-3 კვერცხს დებს და ერთ, იშვიათად, ორ მართვეს ზრდის. ნებისმიერი გაცდენილი წელი კი კლებადი პოპულაციისათვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია.
ვის შეუძლია მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთისრეგიონის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე – ჯგუფურად.
კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა უნდა მოამზადონპროექტი საკონკურსო თემატიკაზე.
შერჩევის კრიტერიუმები: ყურადღება მიექცევა აქტივობების დასაბუთებას, ინოვაციურობასა და მდგრადობას.
ბოლო ვადა: 30 მარტი, 2018 წელი
კონკურსის 9 გამარჯვებული პროექტის ავტორს/ავტორებს CENN გადასცემსგრანტს, მაქს. 2000 ლარის ოდენობით შევსებული საპროექტო განაცხადისაკონტაქტო დეტალებთან ერთად უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
megi.gamtkitsulashvili@cenn.org
დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ზემოთ მითითებულ მისამართებზე.
ფოტო: http://www.city.kvira.ge/2016/11/03/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%99/