“საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ” გამოსცა გერმანიაში მცხოვრები, მონიკა ყოლბაიას წიგნი “ავადმყოფი კენგურუ”.
წიგნის ავტორი გვიყვება, რომ წიგნი მოგვითხრობს ადამიანის სულიერ განცდებზე, რომელსაც უნდა რაღაც შეცვალოს და რეალობას შეხედოს სხვა კუთხით.
“წიგნი მოგვითხრობს ადმაიანზე, რომელიც ცდილობს იპოვოს რაღაც “გრანდიოზული”, “დაიჯიჯგნოს ხელები” და ტკივილით ამოავსოს ის სიცარიელე, რომელაც მრავალჯერ პასუხგაცემული კითხვები იწვევს; ბანალური კითხვები, რომელიც მისთვის “პირველყოფილი საოცრებაა.” წიგნში აღწერილია ადამიანის სულიერი განცდები, რომელიც ეგუება ტკივილის ბანალურობას და “უბრალოდ” იცხოვროს,” – ამბობს 23 წლის მონიკა, რომელიც სამშობლოდან ძალიან შორს ცხოვრობს…
წიგნში ასევე აღწერილია, მისი ცხოვრების გავლილი ეტაპებიც – აფხეთიდან გერმანიამდე… და უკან…
წიგნს “ავადმყოფი კენგურუ” რედაქტორობდა მანანა ბალიაშვილი, ტექნიკური რედაქტორი ირმა ლიპარტელიანი.
წიგნი უახლოეს მომავალში გავა გაყიდვების ქსელში და იმედია, მკითხველის სიმპათიას დაიმსახურებს.
mancho
18/12/2017 at 20:38
ჭკვიანო და ნიჭიერო,განსაკუთრებულო წარმატებები მომავალშიც