RSS

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მედიაექსპედიცია ქველმოქმედებასთან ერთად

01 ნოე

18 ნოემბერს, შაბათს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, გეგმავენ კვლავ განახორციელონ, ვიზიტი  აჭარაში, ხელვაჩაურში მდებარე „მუყაოს ოცნების ქალაქში“. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები მედია ექსპედიციაში მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომელიც გამოქვეყნდება სტუდენტურ სასწავლო გაზეთში, ასევე სტუდენტების მიერ შექმნილ ბლოგებზე და პორტალ ეკოფაქტზე.

სტუდენტები, ასევე გეგმავენ დაეხმარონ „მუყაოს ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს: ტანსაცმლით, სათამაშოებით, წიგნებით და ა.შ. ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად, დაეხმარეთ ცივი ზამთრის გადატანაში „ოცნების ქალაქის“ მაცხროვრებლებს. შეგიძლიათ თქვენი ამანათები დატოვოთ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ნინოშილის 55-შ. მიმართეთ მანდატურებს, ან მოიტანეთ 305-ე აუდიტორიაში, ან  დაუკავშირდით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში ხუთიოდე წლის წინ 300-მდე უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად მათი რიცხვი 2000 აღწევს.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 01/11/2017 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s