RSS

სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება

27 ოქტ

 თამარ გეგენავა

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში.

კვირა დღე, 10:00  საათი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ცოტა შეფერხების შემდეგ, გზაში ვართ. ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო ექსპედიცია დაიწყო – სტეფანწმინდაში მივდივართ. დრო გადის და ნელ-ნელა  იგრძნობა ამინდის ცვლილება. ხან ცივა. ხან თოვს. ხან ისევ მზეა. ჩვენ თვალწინ უზარმაზარი მთები იშლება, ამაყად მომზირალი დგას გაუნძრევლად გამვლელის მოლოდინში.

სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, სადაც 47  დასახლებული პუნქტია. თუმცა მოხევეები უცხოელ ტურისტებს, მხოლოდ დაბა სტეფანწმინდასა და იშვიათად დარიალის ხეობაში მასპინძლობენ, თითქმის ყველა სეზონზე. ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებობობის მნიშვნელოვანი წყარო, სწორედ ტურიზმია. „ქართველებზე ამბობენ სტუმართმოყვარეები არიანო, როცა ჩამოვდიოდი მქონდა ამაზე წარმოდგენა, მაგრამ არსებულმა მოლოდის გადააჭარბა, საოცარი მასპინძლები არიან, არც შენიშვნები გვაქვს და არც სხვა დიდი მოთხოვნები, მადლობა ქართველებს,“ – გვეუბნება პოლონელი ტურისტი, რომელიც სოფელ გერგეტთან შეგვხვდა. ის, გერგეტის სამებიდან, აღფრთოვანებული ფეხით ბრუნდებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურიზმი არ არის უბრალო ბიზნესი, ისინი ამით სიამოვნებასაც იღებენ. „ყოველ დილით ადრიანად ვდგები, გამოვდივარ ეზოში და გავყურებ გზას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხი მოძრაობს, არც სასტუმრო მაქვს და არც მაღაზია, ხალხით ვტკბები, ჩემი ხელით პატარა ნივთებს ვაკეთებ და გერგეტის სამებასთან ვყიდი-ხოლმე. ეს არ არის ჩემთვის შემოსავლის მთავარი წყარო, მაგრამ მიხარია როცა მოსწონთ და სიამოვნებით ყიდულობენ ქართულ სუვენირებს. მე კი როცა ამას ვყიდი, მგონია ქართული კულტურა გააქვთ შორს და ყველას უყვებიან ჩვენ შესახებ,“ – გვიყვება 28 წლის  გიორგი, რომელიც პროფესიით მშენებელია და ძალიან უყვარს რაიმე ახლის შექმნა.

ტურისტების ნაკადი არ წყდება, ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მაინც არსებობს მთელი რიგი პრობლემები. წლების განმავლობაში, სირთულეს წარმოადგენდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა. თუმცა უკვე დაწყებულია გზის მშენებლობა, რომლითაც ტურისტებს შეეძლებათ რამდენიმე წუთში სტეფანწმინდიდად გერგეთის სამებამდე ასვლა და რამდენიმე საათი არ დაკარგონ ფეხით სიარულში. გზის გაყვანის სამუშაოების დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.

ტურსტებს შეუძლიათ სტეფანწმინდაშივე გაათენონ ღამე. იქ, საკმაოდ ბევრი „გესთჰაუსი“, თუმცა არ არის სასტუმრო, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტზე იქნება გათვლილი. არის საკმაოდ ძვირიანი რუმს ჰოტელი. ზემოთ ხსენებულ „გესთ ჰაუსებში“ კი ტურისტები კომფორტის ნაკლებობას უჩივიან. ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი გვიყვება, რომ როდესაც სასტუმროს „ონლაინ“ ჯავშნიან და ტურისტული სააგნეტოსგან დამოუკიდებლად ჩამოდიან, სასტუმრობეს არ აქვთ რუკები, არც ჰყავთ გიდები. არ არსებობს მარკირებული ტურისტული ბილიკები. ამ ყველაფრის გამო, ტურისტებს უჭირთ მარტო გადაადგილება. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, ისინი ირწმუნებიან, რომ თავადაც შეძლებენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სირთულეებს. „სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვედით, ახლა დავიწყეთ დათვალიერება, თუმცა დაბნეულები ვართ, ახლომდებარე „გეთჰაუსში“ დავბინავდით. არ არსებობს გზამკვლები, რითაც დაბაში გადაადგილებას შევძლებთ, არ გვჭირდება გიდი, ჩვენით გვინდა მოვიაროთ ტერიტორია, მე და ჩემი მეუღლე  ევროპის უამრავ ქალაქში ვყოფილვართ და ყველგან არის ასეთი გზამკვლევები, ამიტომ ყველა რუკით დადის ხოლმე, აქ რომ იგივე იყოს უფრო გამარტივდებოდა გადაადგილება,“ –  გვეუბნება ტურისტები იაპონიიდან, რომელიც მოხიბლული იყო მყინვარწვერის სიდიდადით.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტურისტები ფასებით კმაყოფილნი არიან. ოჯახურ სასტუმროში დარჩენა ერთი ღამით სხვადასხვა ფასია, თუმცა 10 ლარიდან იწყება. კარგადაა გათვლილი ტურისტების მოთხოვნებზე და ფასიც ხშირ შემთხევაში მისაღებია. „გერგეტში უკვე მთელი მსოფლიოდან მოდიან, რაიონი ძლიერდება, ეკონომიური მდგომარეობაც გაუმჯობესდა,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ქართული სამზარეულო, როგორც წესი მოსწონთ-ხოლმე და მასზე უცხოელი ტურისტები აღტაცებით საუბრობენ. მიუხედავად ამისა, როდესაც ღამით „გესთ ჰაუსიდან“ რესტორანში სურთ გადანაცვლება  ამას ვერ ახერხებენ, რადგან გვიანობამდე რესტორნები არ მუშაობენ.

„ძალიან მომწონს ხაჭაპური და ხინკალი, უგემრიელესი კერძები გაქვთ, უბრალოდ გვიანობამდე სამზარეულო არ მუშაობს, კარგი იქნება ეს თუ გამოსწორდება,“ – გვეუბნება კიდევ ერთი ტურისტი პოლონეთიდან.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ძალიან ბევრმა გარისკა, ბანკებიდან სესხი გამოიტანა, ააშენა, იყიდა და ტურისტებისთვის  სახლებიი ბევრად უფრო მიმზიდველი გახადა. თუმცა ასეთების რიცხვი მწირია. გერგეთში არიან ადამიანები, რომლებიც ტურიზმის ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად ვერ ჩაერთნენ და საქონლის მოვლა-პატრონობით არიან დაკავებულები. ზოგიერთი მათგანი ახალი გზის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.

„ყველას არ შეუძლია გარისკვა და სესხის აღება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ტურისტების ნაკადი არ წყდება, შეიძლება ყველას არა, მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც დაეტყო. ეკონომიურად მოძლიერდნენ. ესეც ბევრს ნიშნავს, პურის ფულიც კი არ ქონდა ხალხს, ახლა ამას მაინც ახერხებენ, მაგრამ მხოლოდ ისინი ვინც თავს უშველა და რამე გააკეთა, ზოგი  პენსიაზეა დამოკიდებული და სხვას ვერაფერს ახერხებს,“ – განგვიმარტა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მიუხედავად პრობლემებისა, მოსახლეობა ახერხებს ფეხი აუწყოს ტურიზმის გამოწვევებს და ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მოთხოვნილებები. ტურიზმის განვითარებით, ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური გახდება და მთაც არ დაიცლება.

ფოტო: ო.ცისკარიშვილის

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s