RSS

სვანური ქორწილი

25 ოქტ

თამარ შუკვანი

ქორწილის გადახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში, რომელსაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სვანეთში, (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.) ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ქორწილი დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან უმეტესობა, საქართველოში, მომავალი ბედნიერი ოჯახის საწინდრად, დიდი ქორწილის გადახდას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ქორწილში, ნათესავები და ახლობლები არ შეიძლება გამოგრჩეთ. „ქორწილს ვაკეთებთ და დიდი ხარჯები გაღება გვიწევს, არ გავაკეთებთ და „სირცხვილი“ ჩვენ,“ – ასე ფიქრობენ სვანეთში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ნეფისა და პატარძლის მხარეთა ნათესავების რაოდენობა, რომელსაც წინასწარ ითვლიან. ასე, რომ ორივე მხარეს დასაპატიჟებელ სტუმრების რაოდენობის განსაზღვრას სერიოზული სამუშაო სჭირდება.

რაც შეეხება ქორწილის დანარჩენ ხარჯებს: საქორწილო კაბა, სიძის შარვალ-კოსტუმი, ნიშნობის ბეჭდები, პატარძლის ვარცხნილობა და საქორწილო ტორტი. ქორწილს, ასევე სჭირდება გამოცდილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რათა ახალგაზრდა ოჯახს ბედნიერი წუთების მოგონება დარჩეთ. ეს, კი დღევანდელი კურსით,  საშუალოდ 1500 ლარი ჯდება.

სვანეთში, ქორწილს ძირითადად სეფაში (სეფა არის ბრეზენტის ტილოსგან კუსტარულად გაკეთებული გადახურული) იხდიან, რადგან რესტორანში ქორწილის გადახდა, კიდევ უფრო, მეტ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, თანაც სტუმართა რაოდენობა თუ 400 კაცზე მეტს ითვლის, ამ რაოდენობის ადამიანის დატევის საშუალებას რესტორანი ვერ უზრუნველყოფს. ხოლო, სეფა მეტ ხალხს იტევს.

მაგრამ სეფაში გადახდილი ქორწილი ოჯახის წევრებისთვის, მეტ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ქორწილისთვის მზადება მოსალოდნელ სტუმართა სიის დათვლის შემდეგ ახალ ფაზაში შედის: ყიდულობენ საკლავს (ღორი, საქონელი, ცხვარი, ქათამი და ა.შ.), რომელიც 1000 ლარზე ნაკლები არ ჯდება. მოაქვთ სეფის გასაწყობად ინვენტარი: მაგიდები, სკამები, თეფშები, დანა-ჩანგლები, ჭიქები და ა.შ.

სეფას სჭირდება მორთვა-გალამაზებაც ნაირ-ნაირი ლამაზი ყვავილებითა და ბაფთებით. განსაკუთრებულად უნდა მოირთოს ნეფე-პატარძლის მაგიდა. მოაქვთ პროდუქტი, რომ მოამზადონ სხვადასხვა სახის საკვები. ამისათვის საშუალოდ 3500 ლარია საჭირო. მთლიანად ქორწილი სვანეთში საშუალოდ 6000 ლარს აღწევს.

სვანეთში, გურული პატარძლისა და სვანი სიძის ქორწილი, 7 საათზე, გერმანული სიზუსტით დაიწყო. ქორწილი შუკვანების ოჯახში იყო.

ცოცხალი მუსიკის ფონზე, 50 წლამდე, მკვირცხლი ფოტოგრაფი სამზადისის პროცესსაც იღებდა. უფრო მოგვიანებით, წამით არ მოშორებია ნეფე-პატარძალსა მათ მეჯვარეებს, რომლებმაც ჰაწვალი (სამთა-სათხილამურო კურორტია სვანეთში, რომელიც მდებარეობს მესტიიდან დაახლ. 8 კილომეტრში.) მოინახულეს და დიდხანს დატკბნენ მესტიის (დაბა – მდებარეობს თბილისიდან 456 კმ.) ხედების მშვენერებით.

ნეფე-პატარძლის დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 300 სტუმარი, სუფრას მიუსხდა. (გარკვეული მიზეზების გამო, სვანური ტრადიციული ჯვრისწერა, იმ დღეს არ შედგა, თუმცა სოფელ ლენჯერის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში იგეგმებოდა.)

პატარძალი, ლანჩხუთში მცხოვრებია, გვარად ჩაგანავა. (ლანჩხუთი – ქალაქი გურიის მხარეში, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტაციული ცენტრი.) გურიიდან, პატარძლის მხარე, 30 კაცს შეადგენდა. დაპატიჟებული იყო მთელი ლენჯერი (ლენჯერი – მესტიის რაიონის ერთ-ერთი სოფელი), და მესტიის რამდენიმე მცხოვრები, რომელიც ენათესავებოდა სიძის ოჯახს.

სუფრას, სადაც, როგორც იტყვიან ჭიტის რძეც არ აკლდა, რამდენიმე ხანში, მეჯვარეებთან ერთად, ნეფე-პატარძალი შეუერთდა. შემოსვლის პროცესი ფოტოგრაფმა დააფიქრისა. ლხინის სუფრაზე სვანური და გურული სიმღერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ხმათა მრავალფეროვნებაში, რიტმში, შესრულების ტექნიკაში და ა.შ. არა მარტო სიმღერაში, ცეკვაში ეჯიბრებოდნენ სუფრის წევრები.

მუქ ლურჯ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიძე და წელში გამოყვანილ, წითელ კაბაში გამოწყობილი პატარძალი სტუმრების აღფრთოვანებას იწვევდა.

სიძის სამი და, და პატარძლის ძმა, სტუმრებს და ნეფე-პატარძალს მზრუნველობით თავს ევლებოდნენ. ბოლოს საერთო ფოტოც გადაიღეს ნეფე-პატარძლის მაგიდასთან.

პატარძლის თაიგულის სროლის დროს, მის უკან გოგო-ბიჭების რიგი დადგა. მესამე ცდაზე პატარძალმა, თაიგული ისროლა, რომელიც სიძის ყველაზე პატარა დამ დაიჭირა.

სვანური ტრადიციისამებრ, კიდევ ერთ, ქორწილს უნდა ველოდოთ შუკვანების ოჯახში.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s