RSS

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

08 აგვისტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნით.

შსს–ს პრესსპიკერის, თეა პერტაიას ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამო მთაწმინდის პარკში არ გამოცხადებულა ევაკუაცია, თუმცა ტერიტორია საკუთარი სურვილით თითქმის ყველა დამსვენებელმა დატოვა.

დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავდაცვის სამინისტროსთან და საჭიროების შემთხვევაში, ხანძარს ვერტფრენი ჩააქრობს, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

ხანძარი ვერის სასაფლაოდან გავრცელდა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s