RSS

“ტყე შეუნახე შვილებსა” – ქართული ვარიანტი

05 ივლ

ოლიკო ცისკარიშვილი

შეხვედრა, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა და არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის მიერ იყო ორგანიზებული, ბულაჩაურში ჩატარდა. ხშირად იყო მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს შორის შეხლა-შემოხლა…  ხშირად მაღალჩინოსნები თუ არა მაღალჩინოსნები, სწორედ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ გარემოს დაცვის სფეროში უმოქმედობას, ანდა მთელი რიგი საკითხების არასწორად გაშუქებას… მაგრამ რატომღაც იშვიათად იყო ხაზგასმული, რომ პრობლემა ქვეყანაში არის სისტემურად მოსაგვარებელი…

ვიფიქრე, როგორ დამეწყო ამ მასალაზე მუშაობა, ისე რომ ორიგინალობაც არ დაეკარგა და შესაბამისი ინფორმაციას მიმეწოდებინა აუდიტორიისთვის. მაგრამ ისევ ძველ მეთოდს გამოვიყენებ და უბრალოდ მოვყვები: ამ შეხვედრაზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ჟურნალისტებისთვის და უმთავრესი ლაიტმოტივი იყო:

ტყე შეუნახე შვილებსა…

ეს არ იყო ტრაფარეტულად ნასროლი ფრაზები, რადგან საქართველოს ტყეებს სერიოზული პრობლემები აქვთ… ანდა პირიქითაც შეიძლება ითქვას, საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, თუკი დროულად არ მივხედეთ ტყეს. ეს უკანასკნელი კი არაა ლიტონად ნათქვამი და ამას წლების განმავლობაში გაიძახიან გარემოს დამცველები და ეკოფაქტზეც უამრავჯერ დაიწერა.

საქმე კი აი, რაშია: საქართველოში ტყის ფონდი არის 3005300 ჰა, ტყით დაფარულია 2772400 ჰა, თუმცა უკანონო ჭრების გამო, სოციალური ჭრების გამო, დაავადებების გავრცელების გამო, მათი რაოდენობა იკლებს.

მაღალმთიანეთში მოზამთრე კომლთა რაოდენობა, დაახლოებით, 577695 ადამიანია. წლიურად საქართველო მოიხმარს 2426138 კუბურ მ-ს. მხოლოდ შეშად 389384. მოიხმარს 67%.

„ადრინდელთან შედარებით აღარ იჭრება, ჭრები შემცირდა 10-15 %-ით,“ – ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია  CENN-ის წარმომადგენელი. თუმცა როცა სახელმწიფოს არ შეუძლია მოსახლეობის გათბობა უზრუნველყოს, ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, ჭრიან ხეებს და მას იყენებენ სათბობ რესურსად. ოფიციალური ინფორმაციით, 600 ათას კუბურ მეტრს გამოყოფს სახელმწიფო  სოციალური ჭრებისთვის, თუმცა ეს ციფრი მოხმარებულის 20 პროცენტია.

CENN-ის წარმომადგენელის, გიორგი იორამაშვილის, თქმით, დუშეთის რაიონში მხოლოდ სკოლებს სჭირდებათ გასათბობად 1000 კუბური  მ. შეშა. სხვა ინფორმაციით კი მხოლოდ ბაკურიანში 150-ზე მეტი სასტუმროა, რომლებიც გათბობისთვის ხეს იყენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვოა სოციალური პროექტის ფარგლებში მოჭრილი ხეებით ათბობდნენ სასტუმროებს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველი ხუთი მოჭრილი ხიდან ოთხი უკანონოდაა მოჭრილი. ეს ამჟამად. ადრე კი სიტუაცია უფრო გართულებული იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიკური დონე საშინლად მძიმე იყო, მოსახლეობა ზამთარ-ზაფხულ უმოწყალოდ ჭრიდა ხეებს. იჩეხებოდა ტყეები, ქარსაცავი ზოლები და ხეს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად. ადამიანები გადარჩენისთვის ხე-ტყეს ანაგდურებდა. ამ წლებში ყველაზე მეტი იყო ტყის დეგრადაცია.

მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მარინა შვანგირაძის თქმით, „სწორედ ტყეებს შეაქვთ წვლილი სათბური გაზების შემცირებაში,“ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყე რომ  განადგურდეს კლიმატური ცვლილებები უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

პრობლემიდან გამოსავალს გარამოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ტყეების ეროვნულ ინვენტარიზაციასა და სატყეო მეურნობების შექმნაში ხედავს, თუმცა სხვა პრობლემების მოგვარებაზეც საუბრობს, რომელიც უამრავია, მათ შორის მეტყევეების გადამზადება. იკვეთება სულ სხვა პრობლემებიც, პაატა ტორჩინავას თქმით, გაირკვა, რომ რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო, სადაც ადრე სახნავ-სათესი ნაკვეთები იყო, ახლა ტყეა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, თითქოს ეს ფაქტი კარგია, მეორე მხრივ, სავალალოა, რადგან სოფლები იცლება.

მურმან მარგველაშილის თქმით, ენერგორესურსის მოხმარება, ქვეყანაში არსებული საერთო მოხმარებული 30 % ენერგეტიკიდან, 35 %-ია შეშა, 60 % ჰიდროენერგიაა და 5 % ნახშირი. რაც პრინციპში ძალიან ცუდია, რადგან 70 % იმპორტირებული ნაბთობ-პროდუქტებია. ქვეყანაში ენერგეტიკის ნაკლებობის გამო, მიდის მასობრივად ჰიდროსადგურების მშენებლობა, ეს კი აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს. ფაქტობრივად, საქართველოს გარემო და ეკოსისტემა კრიზისშია, კრიზისის დაძლევას კი სჭირდება ერთიანი სახელმწიფო მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა უნდა მოხდეს სხვადასხვა უწყებების. ეს შეიძლება სისტემურად რთული იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, ტყის გადასარჩენად, მხოლოდ გარემოსდამცველები ვერაფერს შევცლიან.

არადა, როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, საქართველო იმითაცაა უნიკალური, რომ ქალწულებრივი ტყეები გვაქვს შემორჩენილი ნაკრძალებში, ანუ სრულიად ხელუხლებელი… ეს ფაქტი კი, გარდა იმისა, რომ უნიკალურია, ტურისტებისა და მეცნიერებისთვისაა საინტერესოა.

 

პრობლემები, რომელიც ტყის გაჩეხვას მოსდევს:

პრობლემები, რომელიც ტყის გაჩეხვას მოსდევს ქვეყნისთვის კატასტროფულია. ტყის გაჩეხვა ერთ-ერთი ფაქტორის ბუნებრივი კატასროფების. ბუნებრივი კატასტროფები კი სერიოზულ ზიანს აყენებს საოჯახო მეორნეობას და ამცირებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალს. განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. ეს რიცხვი შესაძლოა რამოდენიმე ათასით გაიზარდოს, თუ არ ვიფიქრეთ ტყის აღდგენაზე და ენერგიის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე. ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

მდგომარეობა  გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში. პროცესები გააქტიურდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში.

მეწყერებისა და ღვარცოფების შემაკავებელი კი, სწორედ ტყეა.. მცენარეული საფარი ნიადაგს ჭარბი წყლისგან ათავისუფლებს. ზრდის ხახუნის ეფექტს, ანელებს წვიმის ვარდნის ზემოქმედებას, ხელს უწყობს ფერდობების მდგრადობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიადაგში ფესვები ქმნიან წყლის სადინარს, რაც ამცირებს წყლის ნაკადს ზედაპირზე. მიწის ეროზიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ხეების დარგვა, მწვანე საფარის გაშენებაა. იგულისხმება როგორც ხეხილი, ასევე ველური სახეობები.

 

 

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s