საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შესახებ, ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვილებების შესახებ, პარიზის კონფერენციის შეთანხმებაზე, რომელსაც 2017 წლის ივნისიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წვლილზე საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში. შეხვედრა გახსნა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკა გრიგალავამ.
კლიმატის ცვლილების შეთანხმება აქამდე არნახული პარტნიორობაა თითქმის 200 ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას, რომლის წინაშე მსოფლიო დგას. მსოფლიო საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ მსგავსი პრობლემის გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
„ევროკავშირი უკვე ამთავრებს საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოებზე მუშაობას, რაც პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის მისაღწევადაა საჭირო და ითვალისწინებს 2030 წლამდე ემისიების შემცირებას სულ მცირე 40 პროცენტით 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. ჩვენი საკანონმდებლო აქტივები ეკონომიკის ყველა დარგს მოიცავს, ხოლო ენერგოეფექტურობას წინა პლანზე ვაყენებთ და მთელი გაერთიანების მასშტაბით განახლებადი ენერგიის გამოყენებას ვუწყობთ ხელს. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ეკონომიკური ზრდის საწინდარია. მაგალითისთვის, ევროკავშირის შემთხვევა ავიღოთ: 1990 წლის შემდეგ, ჩვენი ემისიები 22 პროცენტით შემცირდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 50 %-ით გაიზარდა.ამ ხნის განმავლობაში შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესიები და ტექნოლოგიები. ჩვენს ეკონომიკას მომავლისთვის ვამზადებთ და ამასთანავე, ვეხმარებით საზოგადოებას კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მოქნილი გახდეს, რისი მიზანიც არსებული და სამომავლო რისკების შემცირებაა….
სულ რამოდენიმე თვეში, მიმდინარე წლის ნოემბერში, ქვეყნები შეიკრიბებიან ბონში, გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციაზე და გაარძელებენ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო სამუშაო პროგრამის დახვეწას. მომავალ წელს გასამართი ხელშემწყობი დიალოგი, რომელიც გაეროს კლიმატის პროცესის ნაწილია, იქნება პირველი შესაძლებლობა პარიზის შეხვედრის შემდეგ, გლობალური პროცესის შემცირების მიზნით ჩვენი ერტობლივი ძალისხმების გადასასინჯად და იმის შესაფსებლად, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად…“ – ნათქვამია ფედერიკა მოგერინის (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში/ ევროკომისიის ვიცე-პრეზეიდენტი) და მიგელ არიას კანიეტეს (ევროკომისარი კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში) მოხსენებაში.
„კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მთავარია ყველა ქვეყნის გაერთიანება, ეს პრობლემა ყველა ჩვენგანისთვის აქტუალურია. საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და კარგი იქნება, თუ საქართველო ევროკავშირის გამოცდილებას გაიზიარებს,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიასა, სუფთა ენერგიასა და მერების შეთახმებაზე, ასევე როგორ გავლენას ახდენს ჯლიმატის ცვლილებები ჯანდაცვაზე და ირა ჟირარმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ავსტრიის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კლიმატის ცვლილებებისგან გამოწვეული დაავადებების დროს.