RSS

გადავარჩინოთ პატარა ბზის კორომი სვანეთში

08 ივნ

ბზის გადარჩენის კამპანია სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მასში უამრავი ადამიანია ჩართული. ბზის გადარჩენა-გამრავლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად გაიხადა, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა”GREEN SPACE”.

სოფელი ფარი, ერთადერთი ადგილია  სვანეთში, სადაც ბზა ხარობს.

სოფელში უძველესი ნატაძრალია, “მუჟაიშის თარგლეზერი“, სწორედ ამ ტაძრის გარშემო, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში გავრცელებულია ბზა.

„საუკუნეების განმავლობაში უყურადღებოდ დარჩენილი კორომი, დღეს, სავალალო მდგომარეობაშია, მას მოვლა და გაწმენდა სჭრიდება იმ ხეებისგან, რომელიც მას ჩრდილავს და გამრავლების საშუალებას არ აძლევს.  ჩვენი ეკო-კლუბის წევრებს, არ აქვთ სათანადო გამოცდილება, მოახდინონ ბზის კორომის გაწმენდა-მოვლა და გადარჩენის პრევენცია. ჩვენ ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას, გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება ბზის მოვლა-გადარჩენასთან დაკავშირებით, დაგვეხმარონ დავადგინოთ თუ  ბზის  რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე.  ჩვენ გვსურს, სვანეთში არსებული ეს ერთადერთი, უძველესი ბზის კორომი ვაქციოთ სპეციალურ დაცულ ტერიტორიად და რეკრეაციულ ზონად,“ – ამბობს ეკატერინე წულუკიძე ორგანიზაცია გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები ხელმძღვანელი და ფარის სკოლის ეკო კლუბის ხელმძღვანელი.

იმედია შესაბამისს უწყებას ყურადღების მიღმა არ დარჩება სოფელ ფარის სკოლის ეკო-კლუბის”GREEN SPACE” თხოვნა, რომ ბზის კორომი გადარჩეს.

 

Advertisements
 
2 Comments

Posted by on 08/06/2017 in კატეგორიის გარეშე

 

2 responses to “გადავარჩინოთ პატარა ბზის კორომი სვანეთში

  1. რეზო

    08/06/2017 at 22:36

    სასიხარულო ამბავია, რომ გადაშენების პირას მისულ ჩვენს კოლხურ ბზას ახალი თაობა ასე გულმოდგინედ იცავს და ბოლომდე დაიცავს. რაც შეეხება დიდ ხეებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვჭრათ, რადგან ბზა ქვეტყის სახეობაა და ჩრდილი სჭირდება. გასუფთავება – მხოლოდ ნარჩენისგან და სარეველებისგანაა საჭირო და რაც მთავარია, მუდმივი დაკვირვება, რომ დაავადება არ გაუჩნდეს და თუ გაუჩნდა, დროზე ვუწამლოთ. მადლობა Green Space-ს!

     
    • ekaterinetsulukidze

      09/06/2017 at 13:56

      ძალიან დიდი მადლობა ბატონო რეზო კეთილი რჩევისთვის,ჩვენ მიგვაჩნდა რომ ეს ტყე ხელს უშლიდა მის გამრავლებას. და მაინტერესებს რა სახით ვლინდება დაავადება. ამჟამად ფოთლები ძალიან ხასხასა მწვანეა და აქვს ახალი ამონაყარი ყლორტებიც აქვს
      ,მხოლოდ რიგი ბუჩქები სიძველისგან დახავსებულია, ხავსისგან გაწმენდა დასჭირდება?

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s