თუშეთის დაცული ლანდშაფტზე (32000 ჰა), რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 50-მდე სოფელი და ნასოფლარია. თუშეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი კუთხეა და საჭიროებს უფრო მეტ ინფრასტრუქტურის გამართვას. თუშეთის ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით 42 საოჯახო სასტუმროა. ამავე დროს არის 100 მეტი პირუტყვის ფერმაც.
თუშეთში, ზაფხულის სეზონის განმავლობაში (მაისი/ოქტომბერი) ტურისტულ-რეკრეაციულ თუ სამეურნეო მიზნით, თავს იყრის 10-12 ათასამდე ადამიანი, მათ შორის 40 პროცენტი უცხოლი ტურისტია. ტურისტების ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება საყოფაცხოვრო ნარჩენებიც, რომლის მართვაც რთული ხდებოდა. ანტისანიტარია საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, პირუტყვებსაც. ბუნებაში ღიად დაყრილი, თვითნებური ნაგავსაყრელები დამრეც ფერდობზე, თოვლისა და ნიაღვარის დახმარებით ჩაედინებოდა ხეობებსა და მდინარე ალაზნის შენაკადებს ერთვოდა.
ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, თუშეთს უკვე მოემსახურება სპეციალური ნაგავგადამზიდი მანქანები.
„ხალხსი თავშეყრის ადგილებიდან: სოფლებიდან, სასტუმროებიდან, საპიკნიკე ადგილებიდან, გამოვიტანთ ნარჩენებს და ომალოში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაკონსერვდება ბიოლოგიური ნარჩენები, მყარი ნარჩენები კი გადავა თელავის ნაგავსაყრელზე,“ – გვეუბნება თუშეთი დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი ზაზა ლაგაზიძე.
სპეც ტექნიკა, მიცუბიშის მარკის ნარჩენების გადამზიდები და სანაგვე ურნები თუშეთს ამ სეზონიდან მოემსახურება. თუშეთის ნარჩენებისგან გათავისუფლება, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან, ასევე ლანდშაფტოთერაპიის მსურველებისთვის.