დღეს, საქართველოში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ქალაქ სიღნაღთან სამხრეთ-დასავლეთით 22 კმ. სოფელ ქვემო ბოდბესთან.
მიწისძვრის მადნიტუდა შეადგენდა 5.1 . მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმიდან იყო. შეგახსენებთ, რომ ბოლო ქლების განმავლობაში ამ სიმძლავრის მიწისძვრა კარგა ხანია არ დაფიქსირებულა, თუმცა კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია და მცირედი მიწისქვეშა ბიძგები მუდმივად შეინიშნება.