RSS

„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალურ საკითხების გაშუქებაში“ პრეზენტაცია

24 მაისი

ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალურ საკითხების გაშუქებაში“ პრეზენტაცია გაიმართება 9 ივნისს 15:00 სთ-ზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. ნინოშვილის 55. (მეტრო მარჯანიშვილსა და ვაგზალს შორის)
► „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში” მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის.
► სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით.
► წიგნში თავმოყრილია ავტორის მრავალწლიანი ჟურნალისტური და პედაგოგიური გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე ფორმულირებულია ის სასარგებლო რეკომენდაციები, რაც სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს.

► როგორ უნდა ვწეროთ ნარკოდამოკიდებულებაზე, აივინფექციით, თუნდაც C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებზე? როგორ შევეხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემას? როგორ უნდა მოახერხოს ჟურნალისტმა მწვავე სოციალურ თემებზე მუშაობა ისე, რომ თავი აარიდოს თავისი რესპონდენტების სტიგმატიზაციას, ანდა სტერეოტიპულ კლიშეებში მოთავსებას?
► ამ შეკითხვის ერთი დიდი პასუხია წინამდებარე წიგნი. წიგნის ავტორმა სხვადასხვა წყაროს მოშველიებითა და საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების ურთიერსინთეზის გზით ამ მაგისტრალურ შეკითხვაზე პასუხი შემოგვთავაზა.

გელით 9 ივნისს, ნინოშვილის 55-ში.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 24/05/2017 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s