RSS

დღეს, ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა…

22 მაისი

დღეს, ჩემი ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა. შვიდი წელია მედია სივრცეშია და ამ ხნის განმავლობაში უამრავი სტატი, რეპორტაჟი და ახალი ამბავი გამოქვეყნდა. ჩემდა საამაყოდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ უამრავი პრიზი აიღო ეკოფაქტზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა თუ ფოტორეპორტაჟებმა. წლევანდელი წელიც არაა გამარჯვების გარეშე. იმედია მომავალშიც იგივე წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა რიგი პრობლემების და დაბრკოლებები ხელს უშლიან, მაგრამ პრობლემებს მოვერევით 🙂

მადლობა ყველა მკითხველს, ვინც გვენდობა და ვინც გულწრფელი ქომაგია გარემოს დაცვის, ვისაც სურს ეკოლოგიური პრობლემები ნაკლები გვქონდეს, ვისაც სჯერა, რომ ეკო და სამკურნალო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის. ვისაც სჯერა, რომ ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მართლა საჭიროა მდგრადი განვითარება…

უღრმესი მადლობა ეკოფაქტის ერთგულ მკითხველს… ეკოფაქტი არ შეჩერდება, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნისა და გარემოზე ზიანის მომტანი…  არ შეუშინდება არც მუქარას და არც პროვოკაციას…

ყველაფერი კარგად იქნება!!! ბრძოლად მუდამ აქვს აზრი!

იმედი მაქვს მომავალში მაინც გამოუჩნდება სერიოზული მზრუნველი… უკვე ძალიან დიდი გოგოა 🙂

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s